„ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც სინოდის სხდომას არ ვესწრები ამ 24 წლის განმავლობაში. ერთხელ, როდესაც არ ვიმყოფებოდი საქართველოში და ახლა მეორედ, როცა მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება“

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) აცხადებს:

 „ჩვენ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი გვყავს სტუმრად ახალი საქართველოს უნივერსიტეტში. ეს ღონისძიება დაგეგმილი იყო წლის დასაწყისიდან, იანვრიდან. ხვალ მიემგზავრება ჩვენი სტუმარი და შეუძლებელი იყო ჩემი მხრიდან დატოვება. თუმცა, ჩემი არყოფნა ვფიქრობ, მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს სინოდის გადაწყვეტილებებზე, რაც მსჯელობის საგანი იქნება და მიიღება საბოლოო ჯამში.

საეკლესიო დებულების თანახმად, წერილობით მივმართე წმინდა სინოდის თავმჯდომარეს და მივუთითე არყოფნის მიზეზი.

ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც სინოდის სხდომას არ ვესწრები ამ 24 წლის განმავლობაში. ერთხელ, როდესაც არ ვიმყოფებოდი საქართველოში და ახლა მეორედ, როცა მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება და თავისთავად ცხადია, ეს არის მიზეზი ჩემი არ დასწრების. თუმცა ვფიქრობ, რომ სინოდი მაქსიმალური შემადგენლობით არის შეკრებილი და იმსჯელებენ ალბათ იმ საკითხებზე, რასაც მისი უწმინდესობა დააყენებს დღის წესრიგში“.

კომენტარები