„ეს პარტია რომ რამე – ბოლომდე თავს ვიკავებდი პოლიტიკური სტატუსებისგან“ – ალექსანდრე ლორთქიფანიძე ბუბა კიკაბიძის შესახებ

-„ნაციონალურმა მოძრაობამ ის არ იკმარა, რომ ამ კორონაბუმში ამდენი ხალხი შეკრიბა თავისუფლების მოედანზე, ახლა ბუბა კიკაბიძე რუსულად ამღერეს. რუსულად. თავისუფლების მოედანზე.
აი, ბოლომდე თავს ვიკავებდი პოლიტიკური სტატუსებისგან, მარა იმ რეალობის დედა ვატირე, ეს პარტია რომ რამე ფორმით პროგრესულ ძალად ანდა სასურველ ალტერნატივად ითვლება.
სპაიომ ვმესწე დრუზიააააა… თან სადმე ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ტერიტორიაზე კი არ ხდება, კიდე გაპრავდებოდა, ხალხმა სხვა ენა არ იცისო, არა, ზედ თავისუფლების მოედანზე“, – წერს მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.

29 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის აქცია გაიმართა.

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, პარტიის მიერ ორგანიზებულ დასკვნით აქციაზე რუსულად იმღერა.

ბუბა კიკაბიძის რუსულად ამღერებას საზოგადების პროტესტი მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის წინააღმდეგ მორიგ პროვოკაციაში დაადანაშაულეს

 

კომენტარები