„ეს პროექტი რა თქმა უნდა ვერ იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივა“

ფოთში „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სიმბოლური კაფსულის ჩადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

„ეს არ არის ანაკლიის პორტის ალტერნატივა. როგორც ვხედავთ, ეს არის მხოლოდ ერთი სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარება, თუმცა არც მასშტაბებით, არც ტვირთებით, არც ზოგადად განვითარების მასშტაბითაც, ეს პროექტი რა თქმა უნდა, ვერ იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივა.

ეს არის მხოლოდ ერთი სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარება, თუმცა არც მასშტაბებით, არც ტვირთებით, არც ზოგადად განვითარების მასშტაბითაც, ეს პროექტი რა თქმა უნდა ვერ იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივა.

ანაკლიის პროექტის პირველი ფაზა გათვლილია რვა მილიონი ტონა ტვირთის გადამუშავებაზე, რომელიც 100 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს. ამდენად, ეს პროექტები თავიანთი ზომებიდან გამომდინარე ერთმანეთის კონკურენტები ვერ არიან. თუმცა, ყველა პროექტის განვითარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, –  განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC-ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება.

ახალი პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება.

 

,

კომენტარები