„ეს რა მხეცობაა?! რა მხეცობა?! ვისაც რას უნდა, იმას უყუროს! რა უფლება გაქვთ ასეთი ძალადობის?!“

კინოს რეჟისორი ქეთი დოლიძე  ფილმის  „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის საწინააღმდეგო გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება:

„ეს რა მხეცობაა?! რა მხეცობა?! ვისაც რას უნდა, იმას უყუროს! რა უფლება გაქვთ ასეთი ძალადობის?! ეს ყველაფრის დისკრედიტაციაა, ქვეყნის, ეკლესიის, რწმენის! დაოკდით და თქვენს ოჯახებს მიხედეთ! რა სიბნელეა!!! შეწყვიტეთ!”

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა, როგორც დაგეგმილი იყო, 8 ნოემბერს  შედგა.

სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი.

 „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.

კომენტარები