„ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს… ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დროულად დარეგისტრირდნენ“-კახა კახიშვილი

ვაქცინაციის მიზნით შესაბამის საიტზე დარეგისტრირება მოქალაქეებისთვის პრობლემას წარმოადგენს, ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა კახა კახიშვილმა განაცხადა.

-„არის ჯანდაცვის სამინისტროს საიტი, სადაც ხდება რეგისტრაცია ვაქცინაციაზე. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დარეგისტრირება პრობლემატურია, იქნებ, მივხედოთ ამ საკითხს, ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დროულად მოახდინონ რეგისტრაცია, რათა მიიღონ ვაქცინაციაში მონაწილეობა“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები