ეს საპატრიარქოს კი არა, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაა!
– “რა ბედნიერი დღე გაგითენდათ პატრიარქის მაგინებლებო, აჟიტირებულები და შეპყრობილები გაჰკივით – არიქა ეკლესია დაემხო, ვიღაცამ ვიღაცა გალანძღა, პატრიარქი ცუდადააა და გადაგებაო – გასკდით გულზე – კარგადაა პატრიარქი, ნათელი გონებითა და დიდი სიყვარულით სავსე ისევ უდგას ერს მესაჭედ და სინოდშიც გაერთიანდებიან ქრისტეს სიყვარულით, მაგრამ აი თქვენ რა გეშველებათ ღვთისგმობებო და ჩასაფრებულებო, რა გეშველებათ ჟურნალისტებო რეიტინგის გაკეთებით შეპყრობილები ყველაფერზე რომ მიდიხართ და ხალხისთვის ქრისტეს სახლის ცირკად წარმოჩენას რომ ცდილობთ, რა გეშველებათ რესპუბლიკელებო და მათო ანასხლეტებო – თქვენ ხომ სეირის ყურება გინდათ, იმ სეირის რომელიც ეკლესიას საბოლოოდ დაამხობს და მიწასთან გაასწორებს – თქვენ კი ირგვლივ დაეწყობით და დაფერფვლას დაელდებით… ჰოდა, ვერ მოგართვით – ხალხი ერთიანდება პატრიარქის ირგვლივ, ხალხი ერთიანდება ეკლესიის ირგვლივ – ვიცით თქვენ ამ თემის გამოყენება გინდათ არა საპატრიარქოს არამედ ეკლესიის დისკრედიტაციისთვის – ზედმეტი მოგივიდათ და თვითლუსტრაციით დაგვანახეთ თქვენი რეალური სახე – შეგეწიოთ ბაია პატარაია, რესპუბლიკელთა დასი და პრეზერვატივებზე წმინდანების გამომსახველი ანანია გაჩეჩილაძე… მეტის ღირსები მაინც არ ხართ!” – წერს პორტალ დედაქალაქის დამფუძნებელი, კინორეჟისორი და ჟურნალისტი ნინული ქავთარაძე