ეს სასწაული მამა სებასტიანემ მოახდინა

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი სოციალურ ქსელში მამა სებასტიანე ნეფარიძის ვიდეოს აზიარებს და წერს, რომ სასწაული მოხდა. საუბარია ციმბირულ ჰასკზე რომელიც დუშეთის რაიონში კვერცხის ქურდობისთვის ღობეზე თოკით მიაბეს და ყბის ძვლები ჩაუმსხვრიეს. ძაღლი თბილისში იქნა გადმოყვანილი, წესით მას ვეღარ უნდა შეძლებოდა დაუხმარებლად კვება.

“სასწაული მოხდა! დღეს მამა სებასტიანემ დედაღვთისას მონასტრიდან გამოგვიგზავნა ვიდეო, სადაც ცნობილი ჭოპორტელი ყბა მოტეხილი ჰასკი საჭმელს დამოუკიდებლად ჭამს. სად არ გვყავდა და რომელ ექიმს არ ვაჩვენეთ , ყველამ გვითხრა რომ ძაღლს ქვედა ყბა ისე აქვს ჩალეწილი სასწაული უნდა მოხდეს, რომ თავისით შეძლოს ჭამა. ეს სასწაული მამა სებასტიანემ მოახდინა . დიდება უფალო შენ ძალას.” – წერია თავშესაფრის განცხადებაში

ესეც ჩვენი ყბა ჩამსხვრეული ჰასკი.

Posted by მამა სებასტიანე ნეფარიძე on Friday, July 12, 2019

კომენტარები