„ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ხუ­თე ტალ­ღის და­სა­წყი­სია. ძა­ლი­ან სა­გან­გა­შოა ეს მა­ტე­ბა“- ივა­ნე ჩხა­ი­ძე

იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ ტელეკომპანია „რუს­თა­ვი 2″-ის ეთერში განაცხადა:

-„კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცია მომ­დევ­ნო კვი­რა­შიც გაგ­რძელ­და, ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ხუ­თე ტალ­ღის და­სა­წყი­სია. ძა­ლი­ან სა­გან­გა­შოა ეს მა­ტე­ბა. ჩვე­ნი პროგ­ნო­ზით, ეს მა­ტე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში ყო­ფი­ლი­ყო მე­ხუ­თე ტალ­ღის სა­ხით და ვფიქ­რობ­დით, –  ხელ­შემ­წყო­ბი ცივი ამინ­დე­ბი იქ­ნე­ბო­და რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის პე­რი­ო­დი, თუმ­ცა გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ი­წყო ამ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბამ. შემ­დე­გი კვი­რა იქ­ნე­ბა გა­დამ­წყვე­ტი, ეს ტენ­დენ­ცია თუ შე­ნარ­ჩუნ­და, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს უკვე მე­ხუ­თე ტალ­ღის და­სა­წყი­სია“.

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 465, იმერეთში – 334, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 142, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 711 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 033 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 678 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 530 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 635 583-ს.

10 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.25% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.60%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 848 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 602 372.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 269 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარა – 98, იმერეთი – 334, ქვემო ქართლი – 49, შიდა ქართლი – 50, გურია – 36, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 142, კახეთი – 294, მცხეთა-მთიანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 916 საიდანაც: 4 514 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 467, აჭარაში – 423, იმერეთში – 1 108. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 006 პირი, მათ შორის, თბილისში – 323, აჭარაში – 85, იმერეთში – 342. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში – 137, აჭარაში – 25, იმერეთში – 28. 703 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 370 – თბილისში, 185 – აჭარაში. 18 699 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 64, ხოლო აჭარაში – შვიდი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 10 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 233 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 717 ადამიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები