ეს უნდა მომხდარიყო, მაინცდამაინც? – ლაშა გოლუბიანი:

– „ბათუმში, სასტუმრო “ლეგენდაში” კარანტინში მყოფი ნოდარ გიგანიNodari Gigani, შიმშილობის მესამე დღეს თავის მოკვლას- მეექვსე სართულიდან გადახტომას აპირებს.სასტუმროსთან მობილიზებულია სასწრაფოს და სახანძრო და საპატრულოს მანქანები.
ეს უნდა მომხდარიყო მაინცდამაინც?
რამდენიმე ადამიანი მოიწამლა ამ სასტუმროში საკვებიდან, აღარ ენდობა სასტუმროს საკვებს და შიმშილობს, ითხოვს ან თბილისში გადმოყვანას ნებისმიერ საკარანტინო სივრცეში ან თვითიზოლაციაში გადაყვანას. არავინ ყურადღებას არ აქცევს. ნორმალურები ხართ?“ – წერს ადვოკატი ლაშა გოლუბიანი

კომენტარები