„ეს ჯოჯოხეთი დამთავრდება, დასრულდება! -,აღარავის დასჭირდება ნიღაბი, დისტანცია, აღარ იქნება ,,ლოკდაუნები“ – გიორგი ღოღობერიძე

-„მოლნუპირავირი“ – ასე ქვია წამალს, რომელზეც მთელი მსოფლიო დიდ იმედებს ამყარებს. პრეპარატზე ახლა ამერიკის 4 სხვადასხვა შტატში კლინიკური კვლევის მეორე და მესამე ეტაპი მიმდინარეობს.

„მოლნუპირავირი“, რამდენიმე თვეა, რაც გამოჩნდა კვლევის ბაზარზე, დიდ იმედს ტოვებს, რომ, შესაძლოა,  ამ მედიკამენტმა საბოლოო ჯამში,  კოვიდპანდემია დაასრულოს.

ჯერჯერობით ეს მედიკამენტი  ხელმისაწვდომი არ არის, რადგან ის გადის კვლევებს, როცა დასრულდება კვლევები,  შეგვეძლება თქმა, ეს ნამდვილად ის წამალია, რომელსაც შეუძლია კოვიდი დაასრულოს, თუ სხვა წამლებისა ძიება მოგიწევს.

2020 წლის მარტში დადგინეს, -წამალი მოლნუპირავირი, რომელიც არის ანტივირუსული მედიკამენტი, თავიდან განკუთვნილი იყო გრიპის სამკურნალოდ, თურმე, აღმოჩნდა ეფექტური კოვიდის წინააღმდეგაც.

100-მდე ადამიანზე ჩატარდა კვლევა, მედიკამენტი შეისწავლეს დიდ ბრიტანეთში, ასევე ამერიკაში. დაადგინეს, – წამალს ჰქონდა ეფექტურობა კოვიდის წინააღმდეგ.

გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, – ხომ არ გამოეყენებინათ ეს წამალი მასიურად.

2020 წლის ოქტომბერში წამალმა უკვე დაიწყო კვლევის მეორე და მესამე ფაზები.

დეკემბერში, წინა თვეში, დადასტურდა, – ეს მედიკამენტი ძალიან ეფექტური იყო ცხოველების შემთხვევაში.

კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენლები, ქრცვინები დააინფიცირეს კოვიდით და მერე ისევ უმკურნალეს.

ნახეს, რომ ამ მედიკამენტმა, ფაქტობრივად, 24 საათში ვირუსი დაშალა, გაანადგურა.

24 საათის შემდეგ, არც ერთ ცხოველს, აღარ შეეძლო ამ ვირუსის გავრცელება სხვაზე, ეს არის საოცარი შედეგი. ეს არის მედიკამენტი, რომელსაც შეუძლია 24 საათში ვირუსი ისე დაწიოს,  პირი გადამდები რომ აღარ იყოს.

ეს მედიკამენტი თუ გაივლის მეორე და მესამე ფაზებს წარმატებით,  ეს ნიშნავს  იმას, რომ პაციენტები ინფექციას აღარ გადასდებენ ერთმანეთს.

აღარავინ არ დაინფიცირდება, ვირუსი არავის აღარ გადაედება, არავინ დაიღუპება კოვიდით.

კიდევ ერთი სარგებელი არის ის, რომ აღარ მოგვიწევს იზოლაციები, ხალხის ჩაკეტვა.

ეს იმას ნიშნავს კიდევ, – თუ სადმე იქნება კოვიდის აფეთქება, დაალევინებ ამ წამალს ადამიანებს, ეს კერაც ჩაქრება.

ეს ძალიან დიდი იმედების მომცემი მედიკამენტია, ჩვენ ამ ყველაფრის იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა, ჯერ ეს წამალი გადის კვლევების მეორე და მესამე ფაზებს, ჯერ არ დასრულებულა, დასრულდება რამდენიმე თვეში, შემდეგ,  გავიგებთ ეს წამალი მართლა ეფექტურია, თუ გათამაშდება რემდესივირის ვარიანტი.

ძალიან არ მინდა, რომ ამ წამალმაც გაიზიაროს რემდესივირის ბედი, რისი იმედიც ჩვენ გვქონდა და არ აღმოჩნდა ეფექტური.

მაგრამ, ამ წამალს მართლა მაგარი პოტენციალი აქვს, რომ გაამართლოს.

აღარავის აღარ დასჭირდება ნიღაბი, დისტანცია, რისკფაქტორების შეფასება, აღარ იქნება ლოკდაუნები, შეზღუდვები, ეს ჯოჯოხეთი დამთავრდება, დასრულდება!

ბევრ ადამიანს ვაქცინის გაკეთება არ უნდა. მათ ძალიან სერიოზული არგუმენტები აქვთ ვაქცინის წინააღმდეგ, ვისაც ვაქცინის გაკეთება არ ენდომება დალევს ამ წამალს და თავისუფალია, აღარ გაავრცელებს ამ დაავადებას, არც მას დაემართება მძიმე ფორმით, ეს მედიკამენტი შეასრულებს არა მხოლოდ სამკურნალო როლს, არამედ საპრევენციო როლსაც-ძალიან სერიოზული პოტენცია აქვს ამ წამალს.

წამალმა უკვე გაიარა პირველი ფაზა, პირველ ფაზაში ამოწმებენ, რამდენად უსაფრთხოა წამალი და ის აღმოჩნდა უსაფრთხო.

მეორე ფაზაში ის მოწმდება 100-ზე მეტ ადამიანზე, დოზირება რამდენია საჭირო, აქვს თუ არა გვერდითი ეფექტები.გადის მესამე ფაზას, მესამე ფაზაში დადგინდება, ის უფრო ეფექტურია, თუ სხვა საშუალებები.

არსებული საშუალებებიდან კ ერთი დექსამეტაზონია,  შეიძლება, მისი იმედი გვქონდეს, მაგრამ, თვითონ ვირუსზე არ მოქმედებს.

იმის თქმა მინდა, – თუ მოლნუპირავირი გაივლის კვლევის ფაზებს ჩათვალეთ, რომ კოვიდპანდემია დასრულდება, კოვიდი ჩაბარდება წარსულს,“ – განაცხადა Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელმა, ონკოლოგმა, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა, გიორგი ღოღობერიძე, ლაივ-ჩართვისას.

 

კომენტარები