„ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალი განათლების სამინისტროს დარბაზში მიმდინარეობს
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში მიმდინარეობს.
კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობს. მათ შორის გამოვლინდება 2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“.
გამარჯვებულებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით დიპლომები და კომპიუტერული ტექნიკის ფულადი ვაუჩერები გადაეცემათ. გამარჯვებულებს პროექტის თანამოაზრე მეგობარი კომპანიების წარმომადგენლებიც დააჯილდოვებენ.
2018-2019 სასწავლო წელს ფინალურ კონკურსში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებიც მონაწილეობენ.