ეტლები – საჩუქრად!
Covid-პანდემიასთან ბრძოლის ეფექტიანობის ფარგლებში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახლად რეაბილიტირებულ Covid-განყოფილებას, ასოციაციამ – „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ 15 ერთეული ეტლი გადასცა საჩუქრად.
„მადლობა ასოციაციის პრეზიდენტს, ქალბატონ მაია კვეზერელ-კოპაძეს – გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის!“ – აცხადებს აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფოს) პრესსამსახური.