„ეუთო-მ არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესის…“ – ეუთო-ს თავმჯდომარე

ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

-„ეუთო-მ არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესის წინსვლისთვის. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოში კონფლიქტებისგან დაზარალებულ მოსახლეობას. გვსურს, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ეუთო-ს ზონაში არსებულ უსაფრთხოების სიტუაციის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით რეგიონული და გაჭიანურებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის მხარდაჭერით. ეუთო-ს კარგი პოზიციები აქვს, რომ დაეხმაროს არსებული დავების შემსუბუქებას. ამ კუთხით  ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე მინსკის შეთანხმების შესაბამისად და უკრაინის სუვერენიტეტის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

კომენტარები