ექვსი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ყირიმელი თათრების დეპორტაციის 76 წლისთავთან დაკავშირებით მიიღეს.

-„შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთი, სტალინის ტოტალიტარული რეჟიმის განდიდებით, 21-ე საუკუნეში განაგრძობს თავის დანაშაულებრივ პოლიტიკას დროებით ოკუპირებულ ყირიმში: ეს არის ყირიმელი თათრების მეჯლისის აკრძალვა, სისტემატური რეპრესიები, იმ ყირიმელი თათრების დევნა და უფლებების დარღვევა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევდნენ. ამან აიძულა ათასობით ყირიმელი თათარი, ყირიმის მკვიდრი მოსახლეობა, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და გადასულიყვნენ უკრაინის კონტინენტურ ნაწილში.

მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა, სრულად შეასრულოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში ადამიანების უფლებების მხრივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნები ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის დეოკუპაციასთან დაკავშირებით. რა მცდელობებსაც არ უნდა მიმართოს რუსეთმა ნახევარკუნძულის ოკუპაციის ლეგიტიმაციისთვის, ფაქტი რჩება უპირობო: ყირიმი უკრაინაა“.

განცხადებაში მინისტრები ყირიმელი თათრების წინააღმდეგ რეპრესიებს გმობენ, ასევე  დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებენ და ყირიმელ თათრებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებენ.  საბჭოთა ხელისუფლების მიერ ისტორიული საცხოვრებელი ტერიტორიიდან, ყირიმიდან, ყირიმელი თათრების უზბეკეთის, ყაზახეთისა და რუსეთის შორეულ რაიონებში დანაშაულებრივი დეპორტაციის შედეგად, დაიღუპა დეპორტირებულების თითქმის ნახევარი. დანარჩენები კი განიცდიდნენ მიზანმიმართულ კულტურულ და ენობრივ ასიმილაციას და 1989 წლამდე არ ჰქონდათ ყირიმში დაბრუნების უფლება.

კომენტარები