ექვსი წლის ბიჭმა 200 ათასი დოლარი შეაგროვა ავსტრალიის ცხოველთა გადასარჩენად

ამერიკელი ექვსი წლის ოუენ კოლი თიხისგან ამზადებს პატარა კოალებს, მისი მშობლები კი ამ კოალებს ყიდიან, რათა შემოწირულობებით ავსტრალიაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ცხოველები გადაარჩინონ. ამის შესახებ წერს „უნიან“CNN -ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ბიჭის დედამ ქეითლინ კოლმა თქვა, რომ მის შვილს გუნება წაუხდა, როცა შეიტყო ავსტრალიაში ხანძრის შესახებ და რომ ამის გამო ცხოველები იტანჯებიან.
პირველად ოუენმა დახატა კენგურუ, კოალა და დინგო წვიმაში. დედის თქმით, ეს ნახატი გამოხატავდა ბიჭის სურვილს, დახმარებოდა ავსტრალიას.
ამან გააოცა მშობლები, ოუენს ხომ მანამდე Lego-სა და სხვა გასართობების გარდა არაფერი აინტერესებდა. ამიტომ შვილთან ერთად გადაწყვიტეს, დახმარებოდნენ ცხოველებს, რომლებიც იტანჯებიან ტყის ხანძრის გამო. ახლა კოლის ოჯახი ოუენის ერთ კოალას უგზავნის ყველას, ვინც გაიღებს 50 და მეტ დოლარს.
19 იანვრის მონაცემებით ოუენმა უკვე 200 ათასზე მეტი დოლარი შეაგროვა.
წყარო: unian.net

კომენტარები