ექთნის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, გარდაიცვალა. 

 ექთნის ახლობლები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან არიან შეკრებილები.  მომხდარის გამოძიებას ითხოვენ.

27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. რამ გამოიწვია ანაფილაქსიური შოკი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

კომენტარები