ექიმებს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანეს! – ნონა აღდგომელაშვილი:

7 ივლისს ჩატარდა სასამართლოს ბოლო სხდომა, სადაც ახალციხის კლინიკა “იმედის” 3 ყოფილ თანამშრომელს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის ბ პუნქტის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. ამცრელ ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს და რეანიმატოლოგის დამხმარეს, ბექა ლიპარტელიანს 3-3 წლით,  ხოლო მედდას – თეა გზირიშვილს 2,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.  ვესაუბრებით ექიმ-თერაპევტსა და ასტროფსიქოლოგს,

ნონა აღდგომელაშვილს: 

– მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილია გარკვეული დანაშაული, განაჩენი პოლიტიკურია. ეს განაჩენი გამოტანილია მთავარი დანაშაულის და მთავარი დამნაშავეების  ხელის დასაფარებლად.

ვიღაც ხომ უნდა დაისაჯოს… ჰოდა, საკუთარ თავებს ხომ არ დასჯიან?!

ეს იყო ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი გადაწყვეტილება იმ საზოგადოებისათვის, რომლებიც კოვიდფაშიზმს ამართლებდა და ხალხს ხან “შინ” დარჩენისაკენ, ხან ღია სივრცეში პირბადის ტარებისაკენ, ხან ვაქცინაციისაკენ მოუწოდებდა და ვინც არ უჯერებდა-ბნელს, გაუნათლებელს  არაცივილიზებულს უწოდებდა. ამ ადამიანებს სჭირდებოდათ “მსხვერპლი” რეალური დამნაშავეების გადასაფარად და ეს მსხვერპლი მიიღეს.

  – თქვენ კოვიდფაშიზმის დაწყებისთანავე აპროტესტებდით რეგულაციებს პრესაში, ტელევიზიებში, სოციალურ ქსელებში, აქციებზე. შემდეგ აფრთხილებდით მოსახლეობას ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ. შედეგებიდან გამომდინარე-მართალი აღმოჩნდით. სავალალო სტატისტიკაა ვაქცინაციის შედეგად. თავად ბილ გეითსი, რომელიც გვეუბნებოდა  რომ ვაქცინა პანაცეა იყო და  მხოლოდ ის გადაგვარჩენდა, დღეს გვეუბნება, რომ ვაქცინაციას უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვა, ვიდრე თავად კორონავირუსს.

– არამარტო მე, ექიმები, იურისტები, ჟურნალისტები. საკმაოდ ბევრი ადამიანი იდგა ჩვენს გვერდით. ფასდაუდებელია ემიგრანტების დახმარება. ჯერ კიდევ მანამდე,  ვიდრე 2020 წლის 21 დეკემბერს ამერიკასა და ევროპაში ვაქცინაცია დაიწყებოდა, ჩვენ ვცდილობდით ინფორმაცია მოგვეპოვებინა მათი შედგენილობის, უკუჩვენებებისა და გვერდითი ეფექტების შესახებ. საქართველოში ვაქცინაციის დაწყებამდე მოვიძიეთ ინსტრუქციები, ვთარგმნეთ და გავავრცელეთ. რაც შეეხება წინასწარი კვლევის შედეგებს  ამის მოძიება წარმოუდგენელი იყო. ამ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი გახდა 2022 წლის თებერვლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ამერიკაში. ეს ეხება ფარმაკომპანია “პფაიზერის” წინასწარ კვლევებს.

2022 წლის გაზაფხულზე მოძიებული ინფორმაციებით , რომელიც გამოქვეყნებული ჰქონდა “ჯანდაცვის მსოფლიო საბჭოს”, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ მსოფლიოში კარგად ცნობილი მეცნიერები, ექიმები_ ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი გვერდითი ეფექტები საკმაოდ შემაშფოთებელი იყო. კერძოდ: სულ რაღაც ერთ წელიწადში ვაქცინირებულებში არავაქცინირებულებთან შედარებით მიოკარდიუმის ინფარქტი გაზრდილი იყო 28-ჯერ, ონკოდაავადებები 10-ჯერ, ორივე სქესის უნაყოფობა 6-ჯერ, სპონტანური აბორტები 4-ჯერ , ნევროლოგიური დაავადებები -11-ჯერ, გაფანტული სკლეროზი 7-ჯერ, აივ ინფექცია 6-ჯერ, ფილტვის ემბოლია 5-ჯერ. 2022 წლის თებერვლისათვის მოულოდნელად გარდაცვლილი იყო 619 სპორტსმენი, რომელთა საშუალო ასაკი 23 წელი იყო.

გავისხენოთ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ვირუსოლოგის, ნობელის პრემიის ლაურეატის ლუკ მონტანიეს გაფრთხილებები. ის ამბობდა, რომ ეს კორონავირუსი არის ხელოვნურად შექმნილი და ის შედგება შიდსის ვირუსისა და კორონავირუსის ფრაგმენტებისაგან. მიუხედავად ამისა, ის არ გვირჩევდა ვაქცინის გამოყენებას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვაქცინა არ ზღუდავდა ვირუსის გავრცელებას და მეორე – ის იყო მ-რნმ ტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინა და რეალურად მოსახლეობაზე ყოველგვარი საერთაშორისო სამედიცინო სამართლის ნორმების დარღვევით და მოტყუებით ტარდებოდა ექსპერიმენტი. ის ბოროტებას უწოდებდა ბავშვების ვაქცინაციას ამ ვაქცინით.

  – რატომ გვირჩევდა ცნობილი მეცნიერი ვირუსის ბუნებრივად გადატანას და არა ვაქცინაციას?

– 2021 წლის 3 დეკემბერს არგენტინელმა მეცნიერმა, დოქტორმა მარტინ მონტევედრემ სხვა მკვლევარებთან ერთად ჩაატარა “პფაიზერის”   “ასტრაზენეკას”, “სინოფარმის”, “სპუტნიკის” ფლაკონების ლაბორატორიული გამოკვლევა და დაადასტურეს ვაქცინებში გრაფენის ჰიდროქსიდის და იმავე ტიპის მიკროტექნოლოგიის არსებობა. ანალოგიურს ადასტურებენ მადრიდელი პროფესორი პაბლო კამპრა და ბიოსტატისტიკოსი რიკარდო დელგადო. მოულოდნელად გარდაცვლილთა სისხლძარღვებში აღმოჩენილია უცნაური კრისტალური და ბოჭკოვანი სტრუქტურები.

ეს რაც შეეხება ვაქცინების არაბიოლოგიურ მოქმედებას.

ეხლა გადავიდეთ ბიოლოგიურ ქმედებაზე.

  1. ვირუსის სპაიკ-ცილა და მ-რნმ ვაქცინის სპაიკ-ცილა განსხვავდება როგორც ამინომჟავური, ისე პოსტტრანსლაციური მოდიფიკაციით.
  2. მ-რნმ ვაქცინის სპაიკ-ცილა იწვევს ცილების აგლომერაციას, რაც ფატალური პრიონ დაავადების საფუძველია.
  3. მ-რნმ ვაქცინის სპაიკ-ცილა გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და იწვევს უმძიმეს დაავადებებს.
  4. მ-რნმ ერთვება ადამიანის გენომში.
  5. მ-რნმ-ის სპაიკ-ცილა ბლოკავს დნმ-ის მუტაციების აღმომფხრელი ფერმენტების აქტივობას და ასევე ბლოკავს ნორმალური სპერმის წარმოქმნას მამაკაცებში და კვერცხუჯრედის განაყოფიერებას ქალებში.

ამ ინფორმაციას იმ ადამიანების საყურადღებოდ გაწვდით, ვისაც ჰგონია, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალება ვაქცინამ კი არა, მისი გარდაცვალების შემდეგ მედპერსონალის მიერ “სამდღიანმა ცრუჩვენებამ” გამოიწვია. ეს  ცრუჩვენება მათ 3 დღეში შეცვალეს, მაგრამ მართლმსაჯულება კარგად ჩაეჭიდა ამ ფაქტს.

   – რას გვეტყვით ვაქცინის უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ?

-დავიწყოთ უკუჩვენებებით, ანუ ვის არ უნდა გაკეთებოდა ვაქცინა: მწეველები, ღვიძლის, თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ენდოკრინული სისტემის, ჭარბი წონის, ონკოდაავადებების, ცნს-ის პათოლოგიის მქონე პიროვნებებს.

აბსოლიტური უკუჩვენებაა: ორსულობა,  ლაქტაცია, ვაქცინის შემადგენელი კომპონენტების მიმართ აუტანლობა , ქრ. დაავადებების გამწვავება, მწვავე ინფექციური დაავადებები და ის პირები, ვისაც 3 თვის განმავლობაში დაფეხმძიმება სურდა.

ასევე “ასტრაზენეკას” ანოტაციაში მითითებული იყო , რომ არ იცოდნენ მისი ურთიერთქმედება სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებთან და ვაქცინებთან. მე მახსოვს, რომ მეგი ბაქრაძის მეუღლე ტელეჩართვებში ჯიუტად იმეორებდა, რომ მისი მეუღლე თავის ტკივილის გამო გარკვეულ პრეპარატს იღებდა. იგივეს ამბობდა ქალბატონი მეგის დედაც.  შეიძლება ეს ტკივილდამაყუჩებელი იყო, მაგრამ მაინც არ ვიცით, ის ვაქცინასთან როგორ იმოქმედებდა.

რაც შეეხება გვერდით ეფექტებს-  ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. გამოვყოფდი რამდენიმე მათგანს:  სიკვდილიანობა, ენცეფალიტი, მენინგოენცეფალიტი, ეპილეფსია, ინსულტი, ანაფილაქსია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მიოკარდიტი, პერიკარდიტი, აბორტი, ალერგია, თრომბოციტოპენია, ვენური თრომბოემბოლია, მრავალსისტემური ანთებითი სინდრომი.

ასე, რომ ტყუილად არ უწოდებენ ამ ვაქცინაციას გენოციდს.

   – თქვენ ახსენეთ მ-რნმ ვაქცინის ჩართვა ადამიანის გენომში.

-დიახ, აქ გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგია. ამაზე ბილ გეითსიც “გვაფრთხილებდა”. შანშან ჯანდაცვის მსოფლიო სამიტზე გერმანული ფარმაგიგანტის “ბაიერნის” დირექტორთა საბჭოს წევრმა შტეფან ერლიხმა ღიად განაცხადა, რომ ” მ-რნმ ვაქცინა გენური თერაპიაა. თუ ფლაკონებს რეალურ ეტიკეტს გაუკეთებდნენ, მაშინ მოსახლეობის 95 % უარს იტყოდა ვაქცინაციაზეო.” მოკლეთ, ღიად ითქვა, რომ მოსახლეობას მოტყუებით გენური თერაპია ჩაუტარეს.

  – კლინიკების ხელმძღვანელები და ამცრელი ექიმები ინფორმირებულები იყვნენ უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების თაობაზე?

– ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ეს ვაქცინები შეიქმნა ძალიან სწრაფად. მას არ ჰქონდა გავლილი კვლევის ყველა ეტაპი. ვაქცინის შექმნას 12-18 თვე სჭირდება, ხოლო მის სრულყოფილ კვლევას 10-15 წელი. წარმოიდგინეთ გარკვეულმა ძალებმა კაცობრიობა პირდაპირ ლაბორატორიულ ექსპერიმენტში შეიყვანა ლაბორატორიული ცხოველებივით.

რაც შეეხება ინფორმირებულობას, მე ვერ გეტყვით რამდენად ინფორმირებული იყო კლინიკა “იმედის” ხელმძღვანელობა ან ამცრელი ექიმი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ თბილისში რამდენიმე ექიმს მე გადავუგზავნე უკუჩვენებებისა და შესაძლო გართულებების ჩამონათვალი. წარმოუდგენელია ექიმს გააზრებული ჰქონდეს ეს უკუჩვენებები და შესაძლო გართულებები და ექსპერიმენტული სითხე გაუკეთოს პაციენტს მისი წინასწარი გამოკვლევების გარეშე. თუ არ იცი  რა დაავადებები აქვს პაციენტს, როგორ უნდა გამორიცხო ის დაავადებები  რაც უკუჩვენებებში გიწერია? მხოლოდ წნევის გაზომვა არის გამოსავალი? თუმცა აქ მხოლოდ ამცრელი ექიმის პასუხისმგებლობა არ არის, აქ მთელი სისტემაა დამნაშავე.

  – რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას?

– საკოორდინაციო საბჭომაც და ჯანდაცვის სამინისტრომაც მშვენივრად იცოდნენ, რომ საკუთარი მოსახლეობა ექსპერიმენტში შეჰყავდათ, ამიტომ ზუსტად მათი ვალდებულება იყო ასაცრელი პირების წინასწარი სამედიცინო გამოკვლევები. აბა ისე როგორ უნდა გამორიცხო დაავადებები? მე დარწმუნებული ვარ  ქალბატონი მეგის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ ყოფილიყო გამოკვლეული და მას უკუჩვენებებზე სრული ინფორმაცია ჰქონოდა, ან თავად არ აიცრებოდა, ან ექიმი არ აცრიდა.

 – რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

– ის, რომ ძალიან სწრაფად დაიწყო შეუქცევადი ცვლილებები. ვერ დავამტკიცებ, უბრალოდ ეჭვს გამოვთქვამ, რომ შეიძლება იმუნური სისტემა ძალიან იყო დასუსტებული, ეს კი უმოზეზოდ არ ხდება. ფაქტია  10 ადამიანი აიცრა ერთი ფლაკონიდან და მეგი გახდა ცუდად. ეს უკვე ორგანიზმის მდგომარეობის ბრალია. მეგის და არამარტო მეგის სამედიცინო გამოკვლევა ვისი ვალდებულება იყო? საქართველოში მხოლოდ მეგი არ არის ვაქცინის მსხვერპლი. უამრავი ადამიანია,  მათ შორის ახალგაზრდები, მაგრამ ხელისუფლება ამის სტატისტიკას არ დებს. ახალგაზრდები მუშაობენ ამაზე და ეს ძალიან რთულია. უბრალოდ  მეგის მდგომარეობა გახმაურებულია და საზოგადოების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ზუსტ ინფორმაციას არც ხელისუფლება გვაძლევს და არც ოპოზიციას აინტერესებს. სააკაშვილის თემამ სულზე მოუსწრო ორივეს.

  – თქვენ ხშირად ამბობდით გადაცემებში, რომ ამ ვაქცინაციით ირღვეოდა საერთაშორისო სამედიცინო სამართლის კანონები. კერძოდ, რა?

– 2020 წლის გაზაფხულზე ჩვენ დავამუშავეთ და გავავრცელეთ საერთაშორისო სამედიცინო სამართლის ის დეკლარაციები, პაქტები, კონვენციები, რომლებიც დაეხმარებოდა საზოგადოებას სურვილის შემთხვევაში თავი დაეღწიათ კოვიდსასტუმროებისათვის, ღია სივრცეში პირბადის ტარებისათვის, იძულებითი ვაქცინაციისათვის. დარღვეულია 1948 წლის ჟენევის დეკლარაციის მე-12 პუნქტი, 1947-1997 წლის “ნიუნბერგის კოდექსის” მე-6 პუნქტი, რომელიც გენურ თერაპიას კრძალავს, იუნესკოს მიერ 2005 წელს პარიზში მიღებული დეკლარაცია “ბიოეთიკასა და ადამიანის უფლებების შესახებ”. ეს ეხება მის მე-2 და მე-3 პუნქტებს. მეორე პუნქტში ნათქვამია  რომ “თვითოეული ინდივიდის კარგად ყოფნა და ინტერესები პრიორიტეტულია და მეცნიერებისა და საზოგადოების ინტერესებზე მაღლა დგას”. ამავე დოკუმენტის მე-6 პარაგრაფის პირველი პუნქტი კი ამბობს “ნებისმიერი პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური და თერაპიული სამედიცინო ინტერვენცია (ჩარევა) შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ პაციენტის წინასწარი თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობით”.

ასევე დარღვეულია “საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ”, რომელიც ასევე ინფორმირებულ თანხმობას ეხება. დარღვეულია დეკლარაცია “ევროპაში პაციენტის უფლებების ხელშეწყობათა შესახებ”. ასევე “ადამიანის უფლებათა ბიომედიცინის ევროპული კონვენციის” მე-5 მუხლი ინფორმირებული თანხმობის შესახებ.

ასევე 2021 წლის 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეამ მიიღო  დადგენილება მოსახლეობის ინფორმირების შესახებ, რომ ვაქცინაცია არ არის სავალდებულო და რომ არავისზე განხორციელდეს პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა სახის ზეწოლა ვაქცინაციის გამო. არ უნდა მოხდეს აუცრელების დისკრიმინაცია, მწარმოებელთან დადებული ხელშეკრულება უნდა იყოს საჯარო და გამჭვირვალე, საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია გართულებების შესახებ. უნდა შეიქმნას პროგრამები ვაქცინით დაზარალებულთა სამკურნალოდ.

რომელი შეასრულა ხელისუფლებამ?-არც ერთი. წარმოიდგინეთ რამდენი რეალური დამნაშავეა ქვეყანაში. სხვა თემაა კიდევ დამსაქმებლები, რომლებიც დაქირავებულების ვაქცინაციას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან განთავისუფლებით ემუქრებოდნენ.

 – ინფორმირებული თანხმობა რომ დავაკონკრეტოთ?

– პაციენტს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე მისაღები პრეპარატის, პროცედურის უკუჩვენებებისა და გვერდითი ეფექტების შესახებ. შემდეგ ექიმთან ერთად უნდა განისაზღვროს რისკისა და სარგებლის შეფასება და შეთანხმებულად იღებენ გადაწყვეტილებას.

სხვა თემაა ექსპერიმენტში მონაწილეობა. ამ შემთხვევაში ფორმდება სხვა ტიპის კონტრაქტი და ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ფარმაკომპანია ვალდებულია ფინანსურად უზრუნველყოს პაციენტის მკურნალობა. კოვიდვაქცინაცია ზუსტად ექსპერიმენტი იყო, თან გენური თერაპია-ეს კიდევ უფრო სერიოზულს ხდის თემას.

 – მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას?

– მხოლოდ ექსპერიმენტის შემთხვევაში. ისე 1988 წლიდან მწარმოებელი პასუხისმგებლობიდან განთავისუფლებულია, სამაგიეროდ სახელმწიფოს ააქვს ეს ვალდებულება აღებული ევროპა-ამერიკაში.  ეხლაც, კოვიდვაქცინების გამო მაგ. იტალიამ 2022 წელს 150 მილიონი გამოყო ვაქცინით დაზარალებულთათვის. თუმცა იტალიელი ადვოკატები ამბობენ  რომ ეს “ზღვაში წვეთია”.

 – საქართველოზე რას იტყვით?

-საქართველოს ხელისუფლებამ საერთოდ სიურპრიზი გაგვიკეთა, მან კანონმდებლობაში შეიტანა ცვლილება და ვაქცინის გვერდით ეფექტებზე პასუხისმგებლობა მედპერსონალს დააკისრა. სხვა ქვეყნებშიც იყო ამის მცდელობა, მაგრამ მედპერსონალის პროტესტის ფონზე უკან დაიხიეს. ჩვენთან მედპერსონალის მიერ გაპროტესტებული კოვიდფაშიზმი გინახავთ?

ამ ცვლილებაზე განგაში ატეხეს ქალბატონმა ნინო რატიშვილმა და ადვოკატმა ირაკლი უტიაშვილმა. გადაცემაშიც ვიყავით ერთად “ობიექტივში”, მაგრამ ვერაფერი შევცვალეთ. ბატონმა ირაკლიმ ამ თემაზე სხვა ტელევიზიებშიც ისაუბრა, თუმცა ყურადღება არავინ მიაქცია.

  – საქართველოში რა ვითარებაში შემოიტანეს ვაქცინები?

– 2020 წლის 8 ოქტომბერს მასმედიის საშუალებით გაჟღერდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 5 300 000 $ გადაიხადა ვაქცინაციის დანერგვისათვის.

18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გაკეთდა კოვაქსის პლატფორმაზე მოთხოვნა ცივი ჯაჭვის ვაქცინებზე. ასევე მასმედიის საშუალებით 28 იანვარს გახდა ცნობილი  რომ ხელისუფლებამ მიიღო დამადასტურებელი წერილი და მას გადაეცემოდა “პფაიზერის” 29 000 დოზა და “ასტრაზენეკას” 180-300 000 დოზა ეტაპობრივად.   “ასტრაზენეკას” შესყიდვა უფრო მარტივად მოგვარდა, “პფაიზერის” ფარმაკომპანიამ  კი დამატებითი მოთხოვნილებები წამოაყენა, რომელიც დაკავშირებული იყო მის ფინანსურ გადაზღვევასთან. 1 მარტის პრესკონფერენციაზე ქალბატონმა თამარ გაბუნიამ ბრძანა , რომ “ასტეაზენეკას” იუნისეფის დახმარებით ყიდულობდნენ, ხოლო “პფაიზერთან” მიმართებაში ფინანსურ საკითხებს მალე მოაგვარებდნენ.

ჩვენ დავინტერესდით ხელშეკრულებებით და ირაკლი უტიაშვილმა მიმართა მაშინდელ ჯანდაცვის მინისტრს თხოვნით  გაესაჯაროვებინა ფარმაკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები  პასუხად კი მიიღო, რომ ხელშეკრულების გასაჯაროვება ეწინააღმდეგებოდა ფარმაკომპანების ფინანსურ ინტერესებს. ასე რომ ხელშეკრულება პირადად ჩემთვის დღემდე უცნობია.

თუმცა, მეგობრებმა მომაწოდეს ისრაელსა და ფარმაკომპანია “პფაიზერს” შორის დადებული ხელშეკრულების ელ. ვერსია. ხელშეკრულების პუნქტების მეტი ნაწილი დაფარული იყო. ღია ნაწილიდან კი ირკვეოდა, რომ სახელმწიფოს ინფორმაცია ვაქცინაციის გვერდითი ეფექტების შესახებ საიდუმლოდ უნდა შეენახა 15 წლის განმავლობაში, დაზარალებულთა კომპენსაციის შესახებ პუნქტები_გასაიდუმლოებული იყო, კონფლიქტების გადაწყვეტის გზები-გასაიდუმლოებული. ვაქცინაცია უნდა შეწყვეტილიყო მხოლოდ “კატასტროფის” შემთხვევაში.

 – ვაქცინების შემოტანაში რა წვლილი და ინტერესი აქვთ მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი ჩალაძეს?

– სააკაშვილი თავის პირდაპი ეთერებში ხშირად აქტიურობდა და ხელისუფლებას საყვედურობდა იმას, რომ არ ზრუნავდა საზოგადოებაზე. სადღაც თებერვლის ბოლოს სიტყვასიტყვით გვითხრა ასეთი ფრაზა “ეჭვი ხომ არ გეპარებათ, ჩემი მთავრობა რომ  იყოს დღეს, ისრაელზე სწრაფად მოვახდენდი მთელი მოსახლეობის ვაქცინაციას”. 2 მარტს ბატონი გიორგი ჩალაძე ერთვება ტვ “კავკასიაში” ნინო ჯანგირაშვილთან და აღნიშნავს რომ მისი,  სერგო ჩიხლაძის, ვატო სურგულაძის, ვახტანგ კალოანის და ჟურნალისტების “მენტორობით” ხელისუფლება 7-10 დღეში შემოიტანს “ატრაზენეკას” და ის ხელისუფლებას თვითოეულ თეთრს გაუკონტროლებს. მეორე დღეს “ტვ პირველის” ეთერში აანონსებს აქციას მიმართვით “სად არის ვაქცინა”? და 4 მარტს ტარდება აქცია ვაქცინის მოთხოვნით. ამ აქციის ფოტოებმა მთელი ევროპა მოიარა და არა მგონია ჯანსაღი საზოგადოება მის შემდეგ ჯანსაღი თვალით გვიყურებდეს. რამდენიმე დღეში მართლა შემოიტანეს ვაქცინა და რამდენიმე კერძო კლინიკაში დაიწყო ვაქცინაცია.

– არადა, ამ დროს ევროკავშირის ქვეყნებში “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია შეჩერებული იყო.

– მართალი ბრძანდებით.  სულ რაღაც სამ თვეში ისეთი შედეგები დაიდო, რომ ჯანმო იძულებული გახდა  შეეჩერებინა ვაქცინაცია “დაკვირვების” მიზნით და ველოდით, რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, გააგრძელებდნენ თუ ამოიღებდნენ ხმარებიდან. ზუსტად ამ ფონზე 16 მარტს საქართველოში დიდი ზარზეიმით ვაქცინაცია დაიწყო “ასტრაზენეკით”. 18 მარტს კი მეგი ბაქრაძეს საშინელი გვერდითი მოვლენა განუვითარდა. არც ” პფაიზერზე” გვქონდა კარგი ინფორმაციები. თუ გახსოვთ ამერიკელი მედდა, რომელიც საჯაროდ აიცრა და ასევე საჯაროდ  ტელეკამერების წინ გახდა ცუდად და გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ეს ორი შემთხვევა ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. არც მიკვირს  ორივე მ-რნმ ვაქცინა იყო.

– დავუბრუნდეთ მეგი ბაქრაძის ტრაგედიას…

-18 მარტს კლინიკა “იმედში” 10 პიროვნება აიცრა, მათ შორის მეგი ბაქრაძე. იმ დღეს კლინიკის ადმინისტრაციას დაგეგმილი ჰქონდა ამცრელი ექიმის და მთავარი რეანიმატოლოგის გაგზავნა რაღაც შეხვედრაზე და ისინი გააგზავნა. რეანიმაციაში დარჩა რეანიმატოლოგის დამხმარე, რომელიც წინა დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობდა განყოფილებაში. მათი წასვლიდან გარკვეული დროის შემდეგ ის ჩამოვიდა განყოფილებიდან აცრილი კოლეგების მოსანახულებლად და ნახა მეგი ოთახში მარტო იყო და თავს ცუდად გრძნობდა. მის მერე არც მიუტოვებია. როცა მდგომარეობა გართულდა, დაურეკა რეანიმატოლოგს, რომ დაბრუნებულიყო კლინიკაში და მეგის თავად აღმოუჩინა პირველი დახმარება. რამდენიმე წუთში რეანიმატოლოგიც მოვიდა. თუმცა, როგორც ეტყობოდა, მეგის ორგანიზმში უკვე შეუქცევადი პროცესები მიმდინარეობდა. ვიდრე თბილისში გადმოიყვანდნენ, სამჯერ მოხდა გულის გაჩერება და ამუშავება.

 – გავრცელდა ინფორმაცია, რომ აცრის ოთახში არ იყო ადრენალინი და მეგი ბაქრაძე ამიტომ გარდაიცვალა.

– ეს ინფორმაცია 18 მარტს ღამით ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა და გასაგებია რატომაც. ნაცტელევიზიებმა ეს ინფორმაცია აიტაცეს. მე მაშინაც ვიკითხე და ეხლაც დავაზუსტე, რომ არათუ ადრენალინი, რეანიმატოლოგები იმდენად კარგად იყვნენ ინფორმირებულები შესაძლო.გართულებების შესახებ, რომ თითქმის მთელი რეანიმაციული საშუალებები ჰქონდათ ჩატანილი აცრის ოთახში. ლარინგოსკოპიც კი იქვე ჰქონდათ. მხოლოდ ნარკოტიკები არ ჩაუტანიათ. მე არ ვიცი რამდენი ხანი იყო მეგი ოთახში მარტო, ან თავს როგორ გრძნობდა, მაგრამ ბექა ლიპარტელიანის ოთახში შესვლის შემდეგ ერთი წუთითაც არ დარჩენილა უყურადღებოდ.

ნანუკა ჟორჟოლიანს არა აქვს მიღებული სამედიცინო განათლება და არ იცის, რომ ყველა გართულების შემთხვევაში ადრენალინი არ არის პანაცეა. თრომბოემბოლიების დროს მისი გამოყენება საერთოდ საკამათო თემაა.

 – ახალციხიდან ჩამოვიდა მოქალაქეთა ჯგუფი  რომელიც მასმედიას სთხოვდა დახმარებას ამ მკაცრი განაჩენის გამო. თქვენ გაეცანით ამ წერილს?

-დიახ. მაგრამ  კითხვა გამიჩნდა ერთ  ფაქტზე. იქ წერია “ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს ყველა რისკი და გართულებების შემთხვევაში დროული დახმარებაც არ იყო სათანადოდ ორგანიზებული”.  თუ იმას გულისხმობენ, რომ სამუშაო საათებში ადმინისტრაციამ ორი ექიმი კლინიკიდან შეხვედრაზე გაუშვა, ვეთანხმები. თუმცა  ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამცრელი ექიმი ვიოლეტა ინასარიძე იმ მომენტში იქაც რომ ყოფილიყო, მისი კომპეტენციიდან გამომდინარე, მაინც ბექა  ლიპარტელიანს დაუძახებდა დასახმარებლად , რადგან ის არის პედიატრი და გადამზადებული იყო აცრების ჩასატარებლად. კრიტიკულ სიტუაციას იმ მომენტში ის მაინც ვერ მართავდა. თუ იმას გულისხმობენ, რომ საჭირო მედიკამენტებით არ იყო უზრუნველყოფილი აცრის ოთახი, ზუსტად ვიცი და სასამართლოზეც ითქვა-აცრის ოთახში იმაზე მეტი საშუალებები იყო  ვიდრე პროტოკოლით იყო გათვალისწინებული. მეგის შემთხვევაში სჯობდა უკუჩვენებებზე დაეზღვიათ და მისი ორგანიზმი წინასწარ ყოფილიყო გამოკვლეული. მინიმუმ სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება მაინც უნდა უზრუნველეყო სამინისტროს.  შეიძლებოდა ამასაც კი დაეცვა.

 – ამბობთ  რომ რეანიმატოლოგები კარგად იყვნენ ინფორმირებულები და მომზადებულები. მოდით, გავუმხილოთ  საზოგადოებას,  რომ რეანომატოლოგის დამხმარე ბექა ლიპარტელიანი, რომელსაც სასამართლომ სამი წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თქვენი ვაჟიშვილია.

– კი ბატონო  მაგრამ ეს მხოლოდ უახლოესმა ნათესავებმა და ჩემმა მეგობრებმა იციან. ამ ფაქტის შემდეგ მე არ შემიწყვეტია კოვიდფაშიზმის მხილება. ჩემი გაჩერებით ჩემს შვილს ვერაფრით დავეხმარებოდი, ვაქცინაცია კი იქნებ როგორმე შეგვეჩერებინა. კიდევ მეტი მსხვრპლი არ იყო საჭირო. ორი წელი სამხარაულის დასკვნას ველოდებოდით.

– სამხარაულის დასკვნის მიხედვით დახმარება არაკვალიფიციური იყო?

— მე პირადად ეს დასკვნა არ მინახავს. ის არ მისცეს ჩვენს ადვოკატს. სამედიცინო კუთხით არავინ არაფერს გვედავება. ეს მხარე მოიხსნა. დარჩა “ცრუჩვენება”.

 – ანუ , რას ედავებიან ამ ადამიანებს, რისთვის გაუშვეს ციხეში?

-ედავებიან “სამდღიან ცრუჩვენებას”, რომელიც არაფერს ცვლის მეგის დახმარებასთან მიმართებაში. მეგის კვალიფიციური დახმარება ჩაუტარდა იმ წუთიდან  რა წუთიდანაც ის ბექამ ნახა.  22 მარტს სამივემ მისცა ჩვენება, რომ პირველი დახმარება ვიოლეტა ინასარიძემ აღმოუჩინა, ხოლო 25 მარტს ჩვენება შეცვალეს და სიმართლე თქვეს და ეს მოხდა სასამართლოს პირველ მოსმენამდე. ამას ჩაეჭიდა პროკურატურა და მოითხოვა სასჯელი 370 მუხლის ბ პუნქტით  რაც ითვალისწინებს პირადი მოტივით ცრუჩვენების მიცემას.

  – რას არ ეთახმებით?

-ვერცერთი იურისტი ვერ მიხსნის მთელ ამ ისტორიაში რაში გამოიხატება ბექას და თეას პირადი მოტივი? თანხა აიღეს ამაში, დააწინაურეს, ხელფასი მოუმატეს, რამეს დაპირდნენ?-არაფერი მსგავსი არ მომხდარა.

 – ალბათ სტრესულ მდგომარეობაში იყვნენ და შედეგები ვერ გათვალეს.

-ბუნებრივია. მეგი გარდაიცვალა. ბექას 21 მარტს გამოცდა ჰქონდა, რეზიდენტურაში აბარებდა. თან მუშაობდა საკმაოდ დატვირთული რეჟიმით, თან მეცადინეობდა. კლინიკას მხოლოდ ერთი გუნდი ჰყავდა რეანიმაციაში  როგორც წესი 3-4 გუნდი მუშაობს კლინიკებში, რომ ადამიანებს დასვენების და გონების მოკრეფის საშუალებაც ჰქონდეთ. 17-18 მარტს მორიგე იყო, რეანიმაციაში  ღამე გაათენა, 18-19 მარტს მეგის ტრაგედია მოხდა, 20-ში მითხრა, რომ არ უნდოდა გამოცდაზე გასვლა, აზროვნებაც კი მიჭირსო. 21 -ში მაინც გავიდა გამოცდაზე. 22-ში თუ ვერ გათვლიდა ამ ცრუჩვენების შედეგებს, სულ არ მიკვირს. 5 დღე და ღამის უძილო იყო. მოკლეთ  თეას და ბექას სასჯელის მიზეზი ეს არის.

 – ჩვენების მიცემის დროს ადვოკატი ჰყავდა?

– არა. ეს ჩვენი შეცდომა იყო.

 – ოჯახმა იცის ეს ინფორმაცია, ასე დაწვრილებით?

– დიახ. მათი დამოკიდებულება პროცესთან დაკავშირებით თავიდან უფრო ადექვატური იყო. მეგის დედაც და დედამთილიც ვაქცინაზე ამახვილებდა ყურადღებას და სხვებსაც სთხოვდა, არ აცრილიყვნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. ვაქცინას ტაბუ დაედო და მეუღლის მთელი აგრესია მედპერსონალზე გადავიდა.

 – ამას რითი ხსნით?

-როგორც კი ეს ფაქტი მოხდა, გიორგი ჩალაძემ იზრუნა და მეგის ოჯახს თავად აუყვანა ადვოკატი, რომელიც ამავე დროს დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატიც არის ჩალაძესთან ერთად. თქვენ როგორ ფიქრობთ  იმ აქციის შემდეგ, დაუშვებდნენ იმას, რომ ბატონმა მანუჩარმა ვაქცინაზე ფიქრი აზრად გაივლოს? საკმაოდ ეფექტური მანკიერი წრე არის შეკრული.ეს ხელისუფლებასაც აწყობს ბუნებრივია. მშვენივრად იციან, რა გაუკეთეს მოსახლეობას ამ ექსპერიმენტით.

 – ხომ არ თვლით  რომ განაჩენი პოლიტიკურია?

– რა თქმა უნდა. ვიოლეტა ინასარიძეს სხვა მუხლებითაც ედავებიან, მაგრამ თეა გზირიშვილი, სამი პატარა ბავშვის დედა და ბექა, რომელსაც 10 თვის შვილი ჰყავს გასაზრდელი, ნამდვილად იმაზე მკაცრად დაისაჯნენ, რასაც იმსახურებდნენ. ამ სასჯელით ძალიან ბევრი ადამიანის დანაშაული გადაიფარა.

 – რას აპირებთ?

– გავასაჩივრებთ და, ვნახოთ, რა შედეგი იქნება. ცოტა ეჭვი მეპარება ამ ხელისუფლების ხელში რამე შეიცვლება…  დაველოდოთ მოვლენებს!

კომენტარები