„ექიმის ინოვაცია ძალიან სერიოზულია“ – გორის ჰოსპიტალის ექიმი, რომლის მკურნალობის მეთოდმაც თენგიზ ცერცვაძე აღაფრთოვანა, კახა კალაძის სიდედრია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. კორონავირუსის მკურნალობის ინოვაციურ მეთოდს გაეცნო. ეს მეთოდი გულისხმობს კომორბიდული დაავადებების სპეციალურ ჯგუფს, ანუ მედიკოსთა იმ ნაკრებს, რომლებიც ნევროლოგიური, გულის და იმ სხვა დაავადებების მართვაში სპეციალიზირდებიან, რომელთათვისაც COVID-19 დამატებით რისკად მიიჩნევა.

-„კარგად იცით, ვინ არის კოვიდის დროს განსაკუთრებული რისკის ქვეშ… სიკვდილიანობის შემთხვევები, ძალიან მაღალი სწორედ ხანდაზმულ ადამიანებს შორის არის. ამ ასაკის ადამიანებში, კომორბიდული დაავადებების შემთხვევები ბევრია. თუ ეს ინიციატივა წარმატებული იქნება, ეს გახდება ახალი სიტყვა ამ დაავადების მკურნალობაში. ექიმის ინოვაცია ძალიან სერიოზულია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ექიმი, ცნობილი ენდოკრინოლოგი, ნინო ჭუმბურიძე  გორის ჰოსპიტალის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელია. ის თბილისის მერის, კახა კალაძის სიდედრია. ნინო ჭუმბურიძე 90-იან წლებში წითელ ჯვარში მუშაობდა, სამაჩაბლოში და ორგანიზაციის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

კომენტარები