ექსკლუზივი! რა წერილი მისწერა თამარ თორაძემ დონალდ ტრამპს და რა სიურპრიზს უმზადებს ის “ჟორიკა რურუას”(ვიდეო):

როგორც „თვალსაზრისის“ მკითხველებს მოეხსენება, გამოჩნდა ადამიანი, ვაჟა კაკუშაძე, რომელიც თორაძეების ტრაგედიის ირიბი მოწმეა. ის ალაპარაკდა იმ გარემოებაზე, რომ სადისტურად ამოწყვეტილი თორაძეების ოჯახის წევრების პანაშვიდზე მისვლაც კი, სასიკვდილო რისკებთან იყო დაკავშირებული, რადგან თორაძეების ოჯახის ამომჟლეტების სამიზნეები ხდებოდნენ.

გადადით ბმულზე და იხილეთ ეს ნიუსი: https://tvalsazrisi.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1/

ვაჟა კაკუშაძის ამ განცხადებას ამერიკიდან თორაძეების ოჯახის ცოცხლად გადარჩენილი წევრი, თამარ თორაძე გამოეხმაურა. მას აამერიკაში სოციალური ქსელის საშუალებით ექსკლუზიურად ვესაუბრე და შემდეგი კითხვები დავუსვი:

ქალბატონო თამარ :

– ვაჟა კაკუშაძის პოსტთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებთ?

-რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მსგავსი ადამიანების გამოჩენა და რა ემოციებთან არის დაკავშირებული?

– რას ეტყვით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც გიორგი რურუას პოლიტ პატიმრად თვლის?

– აპირებთ თუ არა საქართველოში ჩამოსვლას და რამდენად გაქვთ სამართლიანობის აღდგენის იმედი?

ქალნატონმა თამარმა ამ კითხვებს პასუხი ვიდეომიმართვით გასცა, რომელიც სპეციალურად „თვალსაზრისისთვის“ ჩაწერა:

28 წელია, იმედს არ ვკარგავ, რომ გამოძიება დაიწყება და დღეს როგორც მჯერა, ასე არასდროს არ მჯეროდა! დარწმუნებული ვარ, რომ ამ წელს ჩემი ტკივილი და ტანჯვა დასრულდება.

მე ძალიან მალე ჩამოვალ თბილისში და ძალიან ბევრის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება! 

დაბოლოს, კიდევ ერთი ექსკლუზივი:

როგორც მოგეხსენებათ თამარ თორაძე ამერიკის მოაქალაქეა. მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, სოციალურ ქსელ ტვიტერზე მიმართა და მისი ოჯახის ისტორია მოუყვა,  ტელეკომპანია ობიექტივისთვის მიცემული საკუთარი ინტერვიუ თარგმნა ინგლისურ ენაზე და წერილს დაურთო:

მოამზადა ნათია ბერიძემ

 

კომენტარები