ექსპერტებმა დაადგინეს, თუ როგორ მოქმედებს ყავის გემოზე ფინჯანი

სასმელი ტკბილი გვეჩვენება, თუ მას გლუვი ფინჯნით მივირთმევთ, ხოლო თუ ფინჯანი ხაოაიან-უხეშია, მაშინ სითხე ოდნავ მჟავე გვეჩვენება. 

ჭურჭელი, რომლითაც ვსვამთ ყავას, ირიბად ზემოქმედებს სითხის გემოზე. ასეთი დასკვნა გააკეთეს ბრაზილიელმა სწავლულებმა, იუწყება Daily Mail და იმოწმებს ჟურნალ Food Quality-ში და Preference-ში გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს. 

 

სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმის ტაქტილურ აღქმას, საიდანაც სვამდნენ ადამიანები.                                                                                         კვლევაში 230 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან ნახევარი იყო ექსპერტი, მათ შორის პროფესიონალი დეგუსტატორებიც. ისინი უმაღლესი ხარისხის ბრაზილიურ ყავას სვამდნენ გლუვი ფაიფურის ფინჯნებით, აგრეთვე იყენებდნენ თეთრი კერამიკის ფინჯნებს უხეშად დამუშავებული შიდა და გარე კედლებით. ორივე მასალის ფინჯნები იყო ერთი ფორმისა და წონისა. 

 

აღსანიშნავია, რომ ყველა ერთნაირად აღიქვქმდა ყავის გემოს: თუ სვამდნენ გლუვი ფინჯნებით, ყავა მოთკბო გემოთი გამოირჩეოდა, ხოლო უხეში ფინჯნებიდან – ყავას სიმჟავის გემო დაჰკრავდა.

                                    

წყარო: life.ru

კომენტარები