ექსპერტებს ნაკლებდამაჯერებლად მიაჩნიათ, უჰანის ბიოლაბორატორიიდან ვირუსის გამოღწევის შესაძლებლობა

ჯანმოს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მოხსენებაში (29 მარტს გამოქვეყნდა ჟენევაში), აღნიშნულია, -სავარაუდოდ, ვირუსი ბუნებრივად წარმოიშვა, ადამიანს ღამურიდან სხვა ცხოველის გავლით გადაედო. ასევე ხაზგასმით ნათქვამია, ვირუსის ბუნებრივი წარმომავლობისა და SARS-CoV-2 ჩინეთის ფარგლებს გარეთ, უჰანში მის პირველ შემთხვევამდეც ცირკულირებდა, რაც შემდგომი კვლევების ჩატარებას საჭიროებს.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია „SARS-CoV-2–ის პირველწყაროს ძებნის საერთაშორისო ჯგუფის მუშაობა დაგვიანდა, ექსპერტებს სრულ ინფორმაციასა და შეგროვებულ ნიმუშებზე“ წვდომა არ ჰქონდათ, ეს შეშფოთებას იწვევს.

განცხადებას, აშშ–ის გარდა, ხელი მოაწერეს: ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ, ისრაელმა, კანადამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნორვეგიამ, სლოვენიამ, ჩეხეთმა, სამხრეთ კორეამ, ესტონეთმა და იაპონიამ.

მსოფლიოს 14 სახელმწიფოს, აშშ-ის ჩათვლით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოძიების ხარისხში ახალი კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით ეჭვი შეაქვთ. ამ ინფორმციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს

ექსპერტებს ნაკლებდამაჯერებლად მიაჩნიათ, უჰანის ბიოლაბორატორიიდან ვირუსის გამოღწევის შესაძლებლობა.

განცხადებაში ხაზგასმულია, ისინი მხარს უჭერენ ვირუსის წარმოშობის საკითხში გამჭვირვალობასა და დამოუკიდებელ ანალიზს, რომელიც თავისუფალი იქნება არაკეთილსინდისიერი გავლენისგან.

საერთაშორისო ექსპერტების მუშაობის გვიან დაწყების და მანამდე აღებულ სინჯებზე შეზღუდული წვდომის თაობაზე შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირშიც, მაგრამ ჯანმოს მოხსენების შესახებ განაცხადეს, რომ ეს „პირველი სასარგებლო ნაბიჯია“.

მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, ჯანმოს ექსპერტების მოხსენებას აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურების საუკეთესო ექსპერტები დეტალურად სწავლობენ,  ვაშინგტონი ანალიზის დასრულების შემდეგ  გამოაცხადებს, ჯანმოს მოხსენებაში წარმოდგენილი მონაცემების მიმართ სამომავლოდ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს.

კომენტარები