ექსპერტი: „გიორგი შაქარაშვილი დაზიანებებს სიმაღლიდან ვარდნის ან დაცემის შედეგად ვერ მიიღებდა“

-„გიორგი შაქარაშვილი  სიმაღლიდან ვარდნის ან დაცემის შედეგად დაზიანებებს ვერ მიიღებდა.

შეკითხვები ძირითადად დაზიანებების განვითარების შესაძლებლობებს ეხებოდა. ის, რაც გვეწერა ექსპერტიზის დასკვნაში, იმ დაზიანებებს დაცემის შედეგად ვერ მიიღებდა, ისევე როგორც ფერდობზე ჩაგორების მომენტში ან სიმაღლიდან ვარდნის შედეგად. ერთ-ერთი შეკითხვა იყო, – შეიძლებოდა თუ არა შაქარაშვილს დაზიანებები მიეღო მანქანასთან შეჯახების დროს. მე გავეცი პასუხი, – ეს გამორიცხული იყო. პასუხი გამომდინარეობდა სხეულზე არსებული დაზიანებებიდან, – არც ერთი შინაგანი ორგანო დაზიანებული არ ყოფილა. დაზიანებების ხანდაზმულობა არის 10-დან 20 წუთამდე დროის ინტერვალით და ეს დადგენილია კვლევებით“, – განაცხადა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაკითხულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ.

კომენტარები