ექსპერტი საუბრობს იმაზე, თუ როგორ იმუშავა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (დსრ) ეფექტმა“ „შორეულ აფხაზეთში“

პოლიტოლოგი ალეკსეი მაკარკინი ჰყვება, რა როლი ითამაშა დონბასის საბრძოლო მოქმედებათა ვეტერანმა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯინბას წასვლაში, რომელიც ამ პოსტზე სულ რაღაც სამიოდე თვის წინ განმეორებით „აირჩიეს“. როგორც მაკარკინი ამბობს, მაშინ, როცა ხაჯინბა უკვე განწირული იყო გადადგომისთვის, მისმა ადმინისტრაციამ მოასწრო ოპოზიციის საწინააღმდეგო უკანასკნელი არგუმენტის წამოწევა, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები.   არგუმენტი წინასწარვე წარუმატებელი იყო, ფიქრობს ექსპერტი, რადგანაც ეს უკრაინელი მოქალაქეები რუსული სამყაროს დამცველები აღმოჩნდნენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან. ლისერი კი აფხაზეთში მასობრივი საპროტესტო აქციებისა, რასაც ხაჯინბას წასვლა მოჰყვა, იყო ახრა ავიძბა.

ეს არის აფხაზეთის საველე მეთაურთა ახალი თაობის წარმომადგენელი. ბევრი აფხაზი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, მას საქართველოს წინააღმდეგ არ უბრძოლია, რადგან დაიბადა 1986 წელს და ომის დასრულებისას ის მხოლოდ სკოლაში იწყებდა სწავლას. 2008 წელს სამხრეთ ოსეთში წავიდა საომრად, მაგრამ ისე სწრაფად დასრულდა ომი, რომ ვერც იქ მოასწრო თავის გამოჩენა საბრძოლო მოქმედებებში. 2014 წელს ის უკვე დონეცკში მიდის და უკრაინელების წინააღმდეგ იბრძვის, სწრაფად წინაურდება, გახდა ბატალიონ „პიატნაშკას“ მეთაური, მიიღო დსრ-ის პოლკოვნიკის წოდება და ე.წ. რესპუბლიკის გმირის ვარსკვლავი. პოლიტიკაში ჯერ-ჯერობით წარუმატებელია, ორჯერ ბალატირებდა აფხაზეთის დეპუტატობაზე და ორჯერვე ამაოდ – წერს მაკარკინი ტელეგრამ-არხზე Bunin & Co.

მას შემდეგ, რაც 2019 წლის 22 ნოემბერს სოხუმში მოკლეს მისი ბიძაშვილი, ე.წ. კანონიერი ქურდი ალხას ავიძბა, ახრა დაბრუნდა აფხაზეთში და საპროტესტო აქციებს ჩაუდგა სათავეში. უკვე დეკემბრის დასაწყისში თანამდებობებიდან გაათავისუფლეს შსს მინისტრი, გენპროკურორი და მათი მოადგილეები. მას შემდეგ კი, რაც მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს ხაჯინბას დაცვის წევრი, ახრა ავიძბამ თანამოაზრეებთან ერთად პრეზიდენტის გადადგომაც მოახერხა, აღნიშნავს მაკარკინი.

ამგვარად, „დსრ-ის ეფექტი“ – ანუ 2014-2015 წლებში საბრძოლო მოქმედებების ვეტერანთა პოლიტიკური აქტივობა – მოულოდნელად ამუშავდა დონეცკიდან შორს პრორუსულ აფხაზეთში, – ასკვნის პოლიტოლოგი.

 

 

წყარო: eadaily.com

კომენტარები