ექსპრესფილიალში შეიარაღებული კაცი შეიჭრა, თანხა გაიტაცა
დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში შეიარაღებული კაცი შეიჭრა, თანხა გაიტაცა. , გატაცებული თანხის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა. ამ დროისთვის ადგილზე კრიმინალისტები არიან მობილიზებული. დაშავებულები არ არიან.
გამოძიება ყაჩაღობის მუხლითაა დაწყებული.