„ექსტრასენსების ბრძოლის“ ფინალისტმა კანდელაკის და სიმონიანის მომავალში ჩაიხედა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ფედერალური კრებისადმი გზავნილის შემდეგ ორ,ა ცნობილმა ჟურნალისტმა თინა კანდელაკმა და მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ მზად არიან კიდევ თითო ბავშვი გააჩინონ. სახელმწიფოს მეთაურმა მოითხოვა დედობის კაპიტალის გაზრდა, დაბალი კლასების ბავშვების უფასო კვებით უზრუნველყოფა, პრეზიდენტმა სხვა ღონისძიებების გატარებაც არ გამორიცხა ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

 

ალეკსანდრ კინჟინოვმა, ცნობილმა ტაროლოგმა, „ექსტრასენსების ბრძოლის“ ფინალისტმა, ექსტრასენსმა, გადაწყვიტა კარტის მეშვეობით შეამოწმოს, რამდენად განხორციელებადია მედიასაზოგადოების ცნობილ წარმომადგენელთა გეგმები. სამწუხაროდ, კანდელაკი კვლავ ორი შვილის დედად დარჩება, სიმონიანი კი – სამის.

„ტარო ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ეს ქალბატონები მედიცინის ჩვენებებიდან გამომდინარე, სურვილს ვერ აიხდენენ, თუმცა მადლობა მინდა ვუთხრა მათ და სხვა ქალბატონებსაც, რომლებიც უკვე ზრდიან რამდენიმე შვილს, მადლობა მათ მზადყოფნისთვისკიდევ და კიდევ გახდნენ დედები“, – უთხრა ექსტრასენსმა Teleprogramma.pro-ს.

 

წყარო: Teleprogramma.pro

კომენტარები