„ეჭვები როგორც გაქარწყლდება, ვაქცინაცია უფრო სწრაფად გაგრძელდება – AstraZeneca-ს ვაქცინა“ – იტალიის წამლის სააგენტო

გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ  „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება შეაჩერა, – ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ამის შესახებ იტალიის წამლის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლა მაგრინიმ განაცხადა.

-„ჩვენ შეჩერების წერტილამდე მივედით,  რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა, შემოწმების მიზნით  ვაქცინაციის შეჩერება გადაწყვიტა.  AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა, სარგებლისა და რისკის თანაფარდობა დადებითია. ყველა საჭირო მონაცემის შესაგროვებლად იტალიის წამლის სააგენტოს რამდენიმე დღე დასჭირდება. ეჭვები როგორც გაქარწყლდება, ვაქცინაცია უფრო სწრაფად გაგრძელდება“, – განაცხადა იტალიის წამლის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა,  ნიკოლა მაგრინიმ.

12 მარტს, ჯანმოს ევროპის რეგიონის წარმომადგენლობაში განაცხადეს, -ჯერჯერობით  არ არსებობს მტკიცებულება, -თრომბოემბოლია  AstraZeneca-ს ვაქცინით აცრამ გამოიწვია.  მტკიცებულებები მიუთითებს, -დღემდე არ დადასტურებულა გარდაცვალების არც ერთი  შემთხვევა, რომელიც  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით არის გამოწვეული.

ავსტრია, ესტონეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი და ლატვია „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას აჩერებს.

ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა საფრანგეთმა, გემანიამ,ბელგიამ, დანიამ, ნორვეგიამ, ავსტრიამ, ირლანდიამ, ნიდერლანდებმა, ბულგარეთმა, ტაილანდმა და კიდევ ძალიან ბევრმა ქვეყანამ.

AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით დაწყებული შესწავლის შედეგად, არანაირი დარღვევა არ აღმოჩენილა.

 

კომენტარები