„ეჭვიც არ მეპარებოდა, ეს შედეგი დადგებოდა – ამჯერად, ფინალში სტადიონზე მყოფ მაყურებელთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ!“ – შოთა არველაძე

ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე გუშინ საქართველო-ბელარუსს შორის გამართულ მატჩს გამოეხმაურა:

„ეჭვიც არ მეპარებოდა, ეს შედეგი დადგებოდა, მატჩის შემდეგ, მთელი საქართველო იზეიმებდა. ვფიქრობ, ნახევარფინალისტებს შორის საუკეთესო გუნდი გვყავს, ფინალში, ამჯერად სტადიონზე მყოფ მაყურებელთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ! გილოცავთ ბიჭებო, ვულოცავ მწვრთნელს და ყველა გულშემატკივარს“, – წერს არველაძე.

 საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველო-ბელარუსის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო – 1:0. ამით ევროპის ჩემპიონატს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით.

კომენტარები