ეჰ, ბატონო ბიძინა, ბატონო ბიძინა! – ეს რამ გათქმევინა??? ცოტა, ჩვენც მოგვისმინე! – ზაზა დავითაია:

– “შეიძლება, ძალიან გულანთებული იყო და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ მართვას უნდა ცოდნა. ასე არ არის, რომ მარტო გიყვარდეს და გული გეწვოდეს. ამავდროულად გამოცდილება და შესატყვისი მანერები უნდა გქონდეს და გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი ხალხით, ვისაც ხელეწიფება, სწორად მართოს ქვეყანა.

როგორც იქნა, ჩვენ ეს მოვახერხეთ. 25 წლის განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ” მოახერხა ეს…”

ბიძინა ივანიშვილი

– ბიძინა ივანიშვილის 2016 წლის რეპლიკას სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი პოლიტპატიმარი, ჟურნალისტი ზაზა დავითაია ეპასუხება: 

– „შე კაი კაცო, ბატონო ბიძინა! ცოტა ჩვენც მოგვისმინე!

ხალხი გენდო, მაგრამ სამართალი არ აღირსე. 8 წლის განმავლობაში კოაბიტაცია დაამყარე მკვლელებთან, ჯალათების კლასტერი, გასამართლების ნაცვლად, “მთავარ ოპოზიციად” მონათლე, შერჩევითი სამართალი დაამყარე, როცა ფინანსურ დანაშაულზე ადამიანებს მრავალწლიან სასჯელს უსჯიან და ყელამდე სისხლში მოთხვრილი მერაბიშვილი კი, ციხიდან რამდენიმე წელიწადში გამოდის და ახალი სისხლისღვრით იმუქრება! – ეს არის მართვა?

მთავარი მკვლელის, სააკაშვილის ექსტრადიცია ვერ შეძელი, “მეგობარ უკრაინაში” მაღალ თანამდებობაზე “აგრიმიტებ…” ელემენტარულ ანგარიშს არავინ უწევს საქართველოს საზღვარგარეთ!

სანაცვლოდ, ჩემი ჩათვლით – ის ადამიანები, ვინც ნაცების წინააღმდეგ თავს დღემდე ვწირავთ – საკუთარ ქვეყანაში დაუცველები დაგვტოვე და რასაც ნაცებს პატიობ, ამ ხალხს იმის მეათედსაც არ გვითმობ, როცა უსამართლობით გაგიჟებულები ოდენ – გამოხატვის ფორმებში გადავდივართ საზღვრებს?

ეგ არის მართვა და მართვის ცოდნა, ბატონო ბიძინა? ეგ არის თქვენი სამართლიანობა, როცა მხოლოდ არჩევნების წინ გახსენდება, რომ “ნაცები დამნაშავეები არიან” და თითო ბარტყივით გადმოაგდებ ხოლმე რომელიმე პირსისხლიანი მკვლელისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, ხოლო არჩევნების შემდეგ 30-მდე ტვინშექანებული ნაცის “პროტესტის” შედეგად ათავისუფლებ და ისევ საფრთხეს გვიქმნი ამ მკვლელებისგან დევნილ სამოქალაქო საზოგადოებას?

სულ ახლახან – დავით გარეჯი ფუკასავით აგვახია “მეგობარმა” აზერბაიჯანმა და საქართველოსგან საერთაშორისო პროტესტის ჩამიჩუმიც არ ყოფილა – ეს არის მართვა?

ანდა, ის არის “მართვის ცოდნა,” 13 კონგრესმენის თითის აქნევას დირიჟორის ჯოხივით რომ ემორჩილები და “დამოუკიდებელი საქართველოს” განვითარების მარშრუტებს ამ მოსყიდული უცხოელი ნაძირლების ხუშტურებით რომ განსაზღვრავ?

არ არის, მასე, ბატონო ბიძინა!

ეჰ, ბატონო ბიძინა, ბატონო ბიძინა…“ – წერს ზაზა დავითაია

კომენტარები