ე.წ. ელიავას ბაზრობაზე კორონავირუსზე კვლევები – ლილოს ბაზრობაზეც ფართომასშტაბიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგები დღეიდან ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე  კვლევებს ჩაატარებენ. დღის განმავლობაში  500-მდე ნიმუშს აიღებენ.

-„ელიავას ბაზრობაზე, დაახლოებით 500-500 ადამიანი უნდა გამოვიკვლიოთ. ლილოს ბაზრობაზეც ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება. დაახლოებით 4300-მდე ადამიანია გამოკვლეული. გუშინ და დღეს დავიწყეთ კვლევები, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, დინამოს ბაზრობაზე. აქ ინფექციაზე ტესტირება 300-მდე პირს ჩაუტარდა და არც ერთი დადებითი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამიტომ ვფიქრობთ, ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა მართვადია.

სასურველია, მოსახლეობამ ოქტომბერში გრიპის საწინააღმდეგო აცრები დროულად ჩაიტაროს. კორონავირუსის მეორე ტალღისთვის სერიოზულად ვართ მომზადებული.  იქნება თუ არა ეს, არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, შემოდგომისთვის უნდა მოვემზადოთ. ამ სეზონზე, დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში, გრიპი განსაკუთრებით აქტიურდება. ამიტომ, სასურველია, მოსახლეობამ ოქტომბერში გრიპის საწინააღმდეგო აცრები დროულად ჩაიტაროს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 177 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 955-ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმშია – 6969, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 285 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე

 

კომენტარები