ე.წ. „მწვანე საშვის“ არმქონე მასწავლებლებს სკოლებში არ დაუშვებენ, არ გადაუხდიან ანაზღაურებას.

ისრაელში, ე.წ. „მწვანე საშვის“ არმქონე მასწავლებლებს სკოლებში არ დაუშვებენ, არ გადაუხდიან ანაზღაურებას. განკარგულება ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა.

მასწავლებლებმა სკოლებში საქმიანობის გასაგრძელებლად ე.წ. „მწვანე საშვი“ უნდა წარადგინონ, რომელიც ადასტურებს, რომ პირი ან აცრილია, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი ან კიდევ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს რეგულაცია 3 ოქტომბრიდან ამოქმედდება. ე.წ. „მწვანე საშვის“ არმქონე მასწავლებლები გაკვეთილების ჩატარებას დისტანციურადაც ვერ შეძლებენ.

-„ახალი რეგულაცია მხოლოდ რამდენიმე ასეულ მასწავლებელს შეეხება, რომლებიც უარს ამბობენ როგორც ვაქცინაციაზე, ასევე ტესტირებაზე. ჩვენ განათლების 210 000-დან სადღაც 300 მუშაკზე ვსაუბრობთ. სრულიად უმნიშვნელო რიცხვია“, – განაცხადა საშუალო სკოლების დირექტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მენაშე ლევიმ.

კომენტარები