ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალების“ სამხედრო სარდლობისა და კონტროლის ორგანოები სასწავლო მიზნით, საბრძოლო რეჟიმში გადაეყვანეს
დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა გენერალ-ლეიტენანტის იბრაგიმ გასეევის ბრძანებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალების“ სამხედრო სარდლობისა და კონტროლის ორგანოები სასწავლო მიზნით, საბრძოლო რეჟიმში გადაეყვანეს.
ამ ინფორმაციას „სპუტნიკ-ოსეტია“ ავრცელებს.
„გადაყვანა განხორციელდა სამხედრო სარდლობისა და კონტროლის ორგანოების ოპერატიული მზაობის შესამოწმებლად სხვადასხვა პირობებში.
ქვედანაყოფებისა და სამსახურების საბრძოლო პოლიგონზე დისლოცირება მოხდება. ისინი „საბრძოლო-სასწავლო ამოცანებს შეასრულებენ“.