ვადა 1-ელ ივნისამდეა – „ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვთხოვოთ ყველა კომპანიას“ – ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დამსაქმებლებს მოუწოდებს, მიაწოდონ ინფორმაცია იმ დასაქმებულების შესახებ, ვისაც სახელმწიფოსგან 6 თვის განმავლობაში ჯამში 1200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი ეკუთვნით.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ბიზნეს სექტორს მოუწოდებს დროულად მიქაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვისზეც ხელფასის გაცემა არ ხდება, რათა დროულად მოხდეს 1200 ლარიანი საკომპენსაციო პაკეტის გადახდის დაწყება.

კიდევ ერთხელ გვინდა ვთხოვოთ ყველა კომპანიას, დამსაქმებელ იურიდიულ პირს, მაქსიმალურად ჩქარა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ ვისზეც ხელფასის გაცემა არ ხდება. იქნება ეს უფასო შვებულება, დროებით გათავისუფლება, თუ ნებისმიერი მიზეზი. პირველ ივნისამდე უნდა მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია, მოგვაწოდონ მათი საბანკო ანგარიშები, რათა დროულად მოხდეს ამ 1200- ლარიანი საკომპენსაციო პაკეტის გადახდის დაწყება. ამავდროულად, იცით, დადგენილებაში ცვლილება შევიდა, თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობის თარიღით იყო განსაზღვრული და შემდეგ 1-ელ ივნისამდე გადავწიეთ. კიდევ გავიმეორებ პირობებს, ეს კომპენსაცია მათ ერგებათ, ვისაც პირველ კვარტალში ერთი თვე მაინც ერიცხებოდათ ხელფასი და ეს ხელფასი დღეს უკვე აღარ ერიცხებათ”,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები