ვადიმ პრისტაიკო: „ბელარუსსა და რუსეთს შორის, შესაძლოა, საომარი მოქმედებები დაიწყოს“

-„ბელარუსსა და რუსეთს შორის შესაძლებელია საომარი მოქმედებები დაიწყოს, რადგან მოსკოვი ბელარუსს თავისუფალ ქვეყნად დარჩენის საშუალებას არ მისცემს.

რამდენიმე წლის წინ ბელარუს ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ თუ მათ მოუნდებათ დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ისეთივე ომის, ტანჯვის და სირთულეების გადატანა მოუწევთ, როგორიც ჩვენ გავიარეთ. მაშინ მათ არ დამიჯერეს, მაგრამ ალბათ, ახლა ნაკლებად ეპარებათ ეჭვი.

იმედი მაქვს, რომ მართალი არ აღმოვჩნდები. ბელარუსები მშვიდი და მომთმენი ხალხია.  ასეთივე მომთმენი და მშვიდები ვიყავით – ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსები თქვენს მოკვლას არ დაიწყებენ. მერე თქვენც დაიწყებთ მათ მოკვლას, თუნდაც მოწინააღმდეგე თქვენზე ძლიერი იყოს. სხვა რაღა დაგრჩენია?“ – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში.

ბოლო დაპირისპირება მოსკოვსა და მინსკს შორის რუსული ნავთობის ფასებმა გამოიწვია. რუსეთმა ბელარუსს ნავთობის მიწოდება 1-ელ იანვარს შეუჩერა, ხოლო 4 იანვარს ნაწილობრივ აღუდგინა.

ბელარუსის მხარე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ნავთობის სუბსიდიები შეაჩერა და ფასები აწია, ბელარუსმა 2019 წლიდან უკვე 300 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა.

 

კომენტარები