„ვაიმე, სიტყვაზე დამიჭირეთ, არა?.. ვახ, ჩემი…“  – გიორგი გახარია ოპოზიციას

-„…მაგალითად, ერთ-ერთი საწარმო რომ არ გაგვეჩერებინა, ქალაქი მოვაქციეთ კარანტინში,  ვინც იქ მუშაობდა, ისევ ემუშავათ და გარედან არ შეგვეტანა ეს ინფექცია. არ გაჩერებულა, ასევე, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, იგივე რიკოთის პროექტი ერთი დღით არ გაჩერებულა, უბრალოდ იქ გარკვეული წესები იყო დანერგილი, რომელსაც მკაცრად ვაკონტროლებდით. გარკვეული კომპანიები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაკავშირებული ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მუშაობასთან, თვითონ მოვიდნენ. მაგალითად, ცემენტის წარმოება, არმატურის წარმოება. ზოგიერთ კომპანიას კი არც ჰქონდა მონაწილეობის სურვილი, თქვა,მე ამ პირობებში ახლა ხვალ, სწრაფად, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მიღირსო, ერთი თვე დაველოდები და მერეო. აი, ასე იყო ეს გადაწყვეტილებები მიღებული და მერწმუნეთ, რომ ეს ყველაფერი დროში ისე ხდებოდა, რომ რა კორუფცია, ხალხნო? შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რაღაც ისაქნა, მაგრამ რა კორუფცია?“, – განაცახდა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

პრემიერის ბოლო ფრაზას დარბაზში ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა – „ქართულ ჯიგრულ პონტში“ რას ნიშნავსო?“

„ვაიმე, სიტყვაზე დამიჭირეთ, არა?.. ვახ, ჩემი…“  – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტს კორონავირუსთან გამკლავების შესახებ ანგარიში გააცნო.

მთავრობის მეთაურთან ერთად პარლამენტში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრებიც.

პრემიერი პარლამენტში 29 მაისსაც მივა. ამჯერად, ინტერპელაციის წესით. კიდევ ერთი ვიზიტი პრემიერს საკანონმდებლო ორგანოში ივნისში უწევს. ეს იქნება გიორგი გახარიას პირველი წლიური ანგარიში პრემიერის რანგში.

 

კომენტარები