ვაკე-საბურთალოს რაიონის ნაწილს წყალმომარაგება ერთი დღე-ღამით შეუწყდება

ვაკე-საბურთალოს რაიონის ნაწილს წყალმომარაგება ერთი დღე-ღამით შეუწყდება. GWP-ის ცნობით, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
“კომპანია 26 ივლისს მაგისტრალურ ქსელზე მეორე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 26 ივლისს, დილის 10:00 საათიდან 27 ივლისის, დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკე-საბურთალოს რაიონში:
ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, კეკელიძის, მცხეთის, ერისთავის, დოლიძის, ჩიქოვანის, ალექსიძის და მიმდებარე ქუჩების ნაწილს.
“წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“, – აცხადებს კომპანია.

კომენტარები