ვალერი კვარაცხელია: საქართველოს პრობლემა გვარამია და გაბუნია კი არ არის

ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ვალერი კვარაცხელია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს პოსტს სახელწოდებით “დიადი მენაგვე”

საქართველოს პრობლემა გვარამია და გაბუნია კი არ არის. საქართველოს პრობლემა ისაა, რომ ქვეყანა დასავლურ ფუნასა და ტალახში აიზილა, სხეულზე დასავლური წყლულები გაუჩნდა და დასავლურად მოფიქრალი და მოლაპარაკე მატლი დაესია.

ბილწსიტყვაობენ, პროვოკატორობენ გვარამია და გაბუნია – ეს ადამიანის მსგავსი არსებები “რუსთავი 2”-ის ეკრანიდან. გარედან კი ფუთფუთებს საქართველოს სხეულს დასეული დასავლური მატლი.
– ეს სიტყვის თავისუფლებაა!
– ეს გამოხატვის სტანდარტებში ჯდება!

ხელისუფლება კი…
ხელისუფლება არ ჰყავს საქართველოს, რომელიც სხეულზე დასეული დასავლური მატლისგან გაათავისუფლებს, დასავლურ წყლულებზე მალამოს დაადებს და დაუამებს. საქართველოს დასავლეთის მიერ კასტრირებული, საჭურისი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც თვითონაც მატლია – საქართველოს სხეულზე დასეული და ავის მომასწავებლად მოფუთფუთე მატლის შემადგენელი ნაწილი.

მატლისგან მატლი ვერ გაათავისუფლებს ორგანიზმს. მას სხვა ვინმე სჭირდება – სხვა ტიპის მკურნალი და დასტაქარი.
ის “სხვა ვინმე” გზაშია უკვე, შეკრული მუშტებით, დაბერილი ნესტოებითა და განიერი ნაბიჯებით მოემართება ჩვენკენ…

მას არც მეფე ჰქვია, არც პრეზიდენტი, არცა პრემიერი.
მას მენაგვე უფრო შეეფერება სახელად, ვინაიდან მისი უპირველესი მოვალეობა ქვეყნის დასავლური ნაგვისგან განთავისუფლება იქნება. მან ერთიანად უნდა გახვეტოს ნატო-თი, ევროკავშირით, ამერიკით, ლიბერალიზმით, “ელჭყიპიტის” უბედურებითა და სეფსისის გამომწვევი სხვა ათასი ვირუსისა და მატლისგან წარმოშობილი ჩირქისგან, მოწამლული სისხლისგან და დამპალი თესლისგან შემდგარი დასავლური ნაგავი.

ვაიპოლიტიკოსების, ვაიჟურნალისტებისა და სხვა სახელებს ამოფარებული დასავლეთის “მეხუთე კოლონის” ეს ბოლოდროინდელი ფართხალი დიადი მენაგვის მოახლოებისა და, მის წინაშე, საქართველოს სხეულზე დასეული მოფუთფუთე მატლის მატლური ძრწოლვის ნიშანია.

დიადი მენაგვე, სადაცაა, შემოაბიჯებს საქართველოში… ” –  წერს ვალერი კვარაცხელია.

კომენტარები