„ვალის აღების ხარჯზე არ იგეგმება – პროექტები ფინანსთა სამინისტროს მიერ მოძიებული სახსრებით მოხდება“-ირაკლი ქარსელაძე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბრიფინგზე განაცხადა:

-„საორიენტაციოდ, 500 მლნ ლარი არის პირველი ეტაპის პროექტების საორიენტაციო ღირებულებაა, რომლის განხორციელებასაც 4 წლის განმავლობაში ვაპირებთ. მათ შორის ბევრი ისეთი პროექტია, რომლებიც მუნიციპალიტეტებში წელს აუცილებლად განხორციელდება. არის ისეთი პროექტებიც, რომლებიც შინაარსობრივად უფრო ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვენ და მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში განხორციელდება. რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, პროექტები ფინანსთა სამინისტროს მიერ მოძიებული სახსრებით მოხდება და იგი ახალი ვალის აღების ხარჯზე არ იგეგმება“.

კომენტარები