„ვამტკიცებდი წლების განმავლობაში, – ივერი მელაშვილის ქმედებების მიზნობრიობა არის, გარეჯის ორი უწმინდესი მონასტრის, ჩიჩხიტურის და უდაბნოს აზერბაიჯანისთვის გადაცემა“ – არქიმანდრიტი კირიონი 

-„აი, ამას ვამტკიცებდი წლების განმავლობაში, რომ ივერი მელაშვილის ქმედებების მიზნობრიობა არის, გარეჯის ორი უწმინდესი მონასტრის, ჩიჩხიტურის და უდაბნოს აზერბაიჯანისთვის გადაცემა. ამას ვამტკიცებდი! ამაზე მკიცხავდნენ: საიდან ამტკიცებ ამ ბრალდებას, კაცს მსგავსი არსად არაფერი უთქვამსო. დიახ, წლების განმავლობაში ვერ დავაცდევინე ეს, მაგრამ ვერ დააცდევინა ვერც გამოძიებამ. არ ვიცი ეს განგების წყალობაა თუ ციხიდან გამოსვლის და ტაშის ცემით გამოწვეული ეიფორიის შედეგი. აჰა, თავისი პირით აღიარა პირდაპირ ეთერში. იქნებ ახლა მაინც დავიჯეროთ, იქნებ ახლა მაინც გავმწარდეთ ამ უმსგავსობით, რომ ერს და ქვეყანას რამე გვეშველოს“.
არქიმანდრიტი კირიონი
კომენტარები