ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს, კორონავირუსი დაუდგინდა

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს ​ბულუხიას კორონავირუსი დაუდგინდა.

ისი თქმით, თავს კარგად გრძნობს და მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია.

-„სურდო მქონდა უბრალოდ, წავედი, გავესინჯე ექიმს პრევენციის გამო. ყველამ ავიღეთ ტესტი, ზოგს მოხდილი ჰქონდა. მე არ მჯერა, რომ მაქვს კორონა. სახლში ვიყავი, საპატრიარქოში, უბრალოდ სურდო რომ მქონდა, ვიფიქრე, პატრიარქთან არ შევალ, უხერხულში არ ჩავაყენო-თქო და გადავამოწმე“, – განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონ ბულუხიამ  „რუსთავი2“-ის ეთერში.

კომენტარები