ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ახალი შენობა აშენდა.  სრულიად ახალი სამუზეუმო კომპლექსი ვიზიტორების მასპინძლობისთვის ზაფხულიდან

საქართველოს მთავრობამ ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ახალი შენობა ააშენა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა.

 ვანის სამუზეუმო კომპლექსს სარეაბილიტაციო სამუშაოები 35 წელია არ ჩატარებია.

 სრულიად ახალი სამუზეუმო კომპლექსი ვიზიტორების მასპინძლობისთვის ზაფხულიდან მზად იქნება.

 აშენდა ახალი 4-სართულიანი შენობა, განხორციელდა არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღობეების რეაბილიტაცია.

 ასევე მოეწყობა ავტოსადგომი,ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და ადმინისტრაციული ოფისი.

 ახალი შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.​

 ​პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 20 მილიონი ლარია

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ვანის ნაქალაქარის მიდამოებში.  ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით დაარსდა 1985 წლის 25 სექტემბერსმუზეუმი ოთარ ლორთქიფანიძის სახელს ატარებს. ვანის მუზეუმში დაცული მასალა მოიცავს პერიოდს ძვ. წ. VIII საუკუნიდან I საუკუნის ჩათვლით. აქ ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობები, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვა.

კომენტარები