„ვანო მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდად დამარცხდი ჩემს წინააღმდეგ სტრასბურგში. ჰოდა მოემზადე, ლუზერო!“
ოთარ კახიძე შალვა თადუმაძეზე: „გვახსოვს, წულუკიანი ისე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია, ახლამეორესერიაა. ესმორიგიპირიაუკვე, რომლისიურიდიულიგანათლებაარისკითხვისნიშნისქვეშ. ესაღარგვიკვირს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ შალვა თადუმაძის განათლების დიპლომის საკითხის კომენტირებისას.
იუსტიციის მინისტრო თეა წულუკიანი სოციალურ ქსელ ფეისბუკში, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატს ოთარ კახიძეს ეხმაურება:
„ჰოდა მოემზადე, ლუზერო!
შენ ისეთი დიდი იურისტი ხარ დიდი დიპლომით, ოთარ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდად დამარცხდი ჩემს წინააღმდეგ სტრასბურგში და იმედად ისღა დაგრჩა, საკნიდან გაიყვანესო, ამ ეპიზოდსღა ეპოტინები.
ახლა, რაღა დაგრჩა აბა. თებერვალში დაუსრულდება მისჯილი სასჯელი მერაბიშვილს და რომ გამოვა, მერე მაინც გასცემ ალბათ პასუხს მას იმის შესახებ, თუ რას ატყუებდი, რაში ვერ და არ დაიცავი და რატომ. ჰოდა მოემზადე, ლუზერო!“