ვაჟა აზარაშვილი ჯგუფ „გამოუვალ მდგომარეობას“ უჩივლებს – „დინამო“ მისი ნებართვის გარეშე შეასრულა

-„ეს იყო პოლიტიკური ამბავი. როგორ შემეძლო მე, ეს გამეკეთებინა?! გამორიცხულია! მაშინ მოედანზე ვიქნებოდი. სრულიად კონტრასტულ პარტიასთან მაქვს საქმე. აქციაზე ჯგუფმა „გამოუვალი მდგომარეობა“ ჩემი ნებართვის გარეშე შეასრულა სიმღერა „დინამო“. ეს იყო ამაზრზენი! მე უკვე დავუკავშირდი „საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციას“ – (GERA). ისინი ჩემი სახელით დაწერენ საჩივარს და დააჯარიმებენ. და საერთოდ, აეკრძალოს ყველა მომღერალს ჩემი სიმღერების შესრულება, ჩემი ნებართვის გარეშე, თორემ კიდევ დააჯარიმებენ და ღირსებიც იქნებიან“, – განაცხადა კომპოზიტორმა,  ვაჟა აზარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ჯგუფმა სიმღერა „დინამო“ მისი ნებართვის გარეშე შეასრულა – მათ დაჯარიმებას მოითხოვს.

29 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის აქცია გაიმართა.

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, პარტიის მიერ ორგანიზებულ დასკვნით აქციაზე რუსულად იმღერა.

ბუბა კიკაბიძის რუსულად ამღერებას საზოგადების პროტესტი მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის წინააღმდეგ მორიგ პროვოკაციაში დაადანაშაულეს

კომენტარები