ვარკეთილში მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება

ვარკეთილში, 180-ე საჯარო სკოლასთან, მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება.
„მულტიფუნქციური კომპლექსები ათივე რაიონში აშენდება. ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო მულტიფუნქციური კომპლექსების მშებნებლობა. კომპლექსში იქნება საჭიდაო დარბაზები, საცურაო აუზი, ბიბლიოთეკა, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები“ -განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
თბილისის მერია აგრძელებს სპორტის მხარდაჭერის პროგრამას.
კალაძის თქმით, ჩვენთვის სპორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. თბილისის მერია უკვე მეორედ ახორციელებს სპორტის მხარდაჭერის პროგრამას. პროგრამა გულისხმობს, სპორტის 21 სახეობაში სპორტსმენების სპორტული ინვენტარით და ეკიპირებით უზრუნველყოფას.

კომენტარები