“ვატყობ, რომ ნაცოპოზიციის მსგავსი თვითგაფარჩაკება ყველა ფსკერულ რეკორდს ხსნის.”-გია აბაშიძე:

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს-

“ვატყობ, რომ ნაცოპოზიციის მსგავსი თვითგაფარჩაკება ყველა ფსკერულ რეკორდს ხსნის.
დააკვირდით! ჯერ იყვნენ ურეიტინგო პარტიების ლიდერები (მათ რეგალიებს ვასალი მედია ასე მოიხსენიებდა, არა და ევროპაში მარტივად წერენ – სახელი, გვარი, პარტია). ახლა კი ყველა სიზმარა ‘პრემიერ-მინისტრია’. მალე თვლა აგვერევა, როგორც პარტიების სახელები. სააკაშვილი, ნათელაშვილი, ბაქრაძე (ნულოვანმა ბოკერიამ ვერ გაბედა), უმცროსი ვაშაძე და ა.შ. ხაზარაძე-ჯაფარიძის ანდა ბურჯანაძის ფლანგზე რა ხდება? იქნებ ამ კლასტერმა საკუთარი თავები ღენერალ-ღუბერნატორებად წარმოაჩინონ?..
წლების წინათ, ერთ-ერთი ძალიან კარგი ევროპელი დიპლომატი პირად საუბრებში ამბობდა – საქართველო მოწინავე ქვეყანაა ერთ სულ მოსახლეზე პოლიტიკური მთვარეულების/’ლუნატიკების’ [ახლობლებმა იციან თუ ვინც ამბობდა/ამბობს ამას] 🙂 რაოდენობით.
ახლა კი მეგობრულად, თუმცა მართლაც და ჩვენთვის არასახარბიელოდ მწერს – გლობალურად, მთვარეული პრემიერობის მსურველების რეიტინგიც მოხსენითო…
რა მოუთმენლად ველი 31 ოქტომბრის exit polls & პირველად მონაცემებს საარჩევნო უბნებიდან.
მერე კი ტიკარაძე & გომელაური უნდა ჩაერთონ ‘ლუნატიკების’ მოთოკვაში! “-წერს გია აბაშიძე

 

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები