„ვაქცინაციაზე გადაწყვეტილება მოქალაქეებმა თვითონ უნდა მიიღონ, თუმცა შესაძლებელია გარკვეული …“-თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით:

-„ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება პირმა თავად უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, არჩევანის ფარგლებში შესაძლებელია გარკვეული მოთხოვნების დაწესება იმაზე, რა იქნება დაშვების პირობა კონკრეტულ ბიზნესგარემოში თუ გასართობ ღონისძიებებზე. ამაზე მიდის მუშაობა, მწვანე საშვის თემა ბევრ ქვეყანაში დაშვებულია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში აღიარებულია. აქ არჩევანის უფლება აუცილებლად განიხილება, – პისიარტესტირება, ვაქცინაციის სტატუსი ან გადატანილი დაავადება, ამ მხრივ მუშაობა მიდის“.

კომენტარები