„ვაქცინაცია არის მიუღებელი, მისი სარგებლიანობა მეცნიერულად არის დაუსაბუთებელი. ვაქციანიის გზით ხალხის მიზანმიმართულად მოწამვლას“-მეუფე სპირიდონი

სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა ხარების დღესასწაულზე ქადაგების დროს განაცხადა:

-„მოწოდებები თავყრილობისაგან თავშეკავებისა და ეკლესიაში სიარულისგან თავის არიდების შესახებ, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულია და რეალობას მოკლებულია.

ვაქცინაცია არის მიუღებელი, მისი სარგებლიანობა მეცნიერულად არის დაუსაბუთებელი. ვაქციანიის გზით ხალხის მიზანმიმართულად მოწამვლას ცდილობენ. რას წამლავ შენს ხალხს, რას უშვებ ათას ოხრობას და უბედურებას მის სისხლში, რამდენი ხალხი დაიღუპა! ექიმები ხართ, იმის ნაცვლად, რომ ხალხს იცავდეთ, გამოდიხართ და ეშმაკისაკენ დევნით ხალხს. თან ეუბნები, ჩუმად იყავით, ხმა არ გაიღოთო, ვინც ავად გახდა, – არ თქვაო. სატანის მოციქული არა ხარ, აბა ვინ ხარ, ამის შემდეგ,  შვილო?! მაგრამ ვერ მოერევი საქართველოს, საქართველო ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია, დაგანგრევს დედა ღვთისმშობელი!

შარშანდელ დასაკრავს უკრავენ ისევ, – არ წახვიდეთ ეკლესიაშიო! სატანსიტები, ეშმაკის მოციქულები. სულ იძახდნენ ეს ეშმაკის შვილები, – არ დაგინახოთ ეკლესიაში წასულები, თორემ კუბოები იქნებაო. გამოვიდა პატრიარქი, მთელი ღამის წირვა აღავლინა ღამის თევით და ჩაცხრა მთლიანად კოვიდი, 3-4 შემთხვევა იყო დღეში, ზოგჯერ სულ არ იყო.

ახლა გამოდიან და იძახიან, არ წახვიდეთ ეკლესიაშიო. რატომ?- იმიტომ რომ მათი მამა ეშმაკია, ეშმაკს არ უნდა ეკლესია. არ გაიგონოთ ეშმაკის ძახილი. ჩვენ ეკლესია გადაგვარჩენს, ქრისტეს სისხლი და ხორცი გადაგვარჩენს… ეკლესიაში თუ არ ვიქნებით, ძალიან მძიმე იქნება განსაცდელი, ძალიან მძიმე“.

კომენტარები