„ვაქცინაცია ვალდებულებაა… არჩევანის საკითხი უკვე აღარ შეიძლება იყოს“-თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა:

-„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელია განათლებისა და ბიზნესის საქმიანობის გასაგრძელებლად, არავაქცინირებულმა ადამიანებმა რეგულარულად უნდა წარმოადგინონ PCR-ტესტის უარყოფითი შედეგები. განსაკუთრებით მოსწავლეების მშობლებმა ან სრულად უნდა ჩაიტარონ აცრა, ან რეგულარულად გაიარონ ტესტირება.

აქამდე ვაქცინაციის პროგრამა არჩევანის ან სტიმულის საკითხი იყო, თუმცა, ვაქცინაცია ვალდებულებაა, რომელიც არჩევანის საკითხი უკვე აღარ შეიძლება იყოს. ყველა სკოლა დროულად გაიხსნება. ჩვენთვის შეუძლებელია უარი ვთქვათ პირისპირ განათლებაზე, თუმცა მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს: – აუცილებელი ზომები უნდა მივიღოთ იმის უზრუნველსაყოფად, – ყველა მასწავლებელი აცრილი იყოს. იმ ადამიანებს, რომლებმაც ინაქტივირებული ვაქცინების სამივე დოზა მიიღეს, დაცვის უმაღლესი დონე აქვთ“

კომენტარები