„ვაქცინაცია მედიცინის მიღწევებს შორის სამეულშია -სახელმწიფომ უნდა იმუშაოს მაქსიმალურად იმ რისკ ჯგუფებზე, სადაც ანტივაქსერული განწყობები უფრო აშკარად ჩანს” – ბიძინა კულუმბეგოვი

-„ვაქცინაცია მედიცინის მიღწევებს შორის სამეულშია.  საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა უნდა ჩატარდეს, – რამდენი პროცენტი ემხრობა ვაქცინას ექიმებს შორის, ასაკოვან ადამიანებს შორის, რამდენი გაითვალისწინებს რელიგიური და სხვადასხვა კონფესიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ა.შ. ჩვენ როცა გვექნება ეს სურათი, რეალურად მივხვდებით, ის 41 პროცენტი, ვინც უარს ამბობს, რა ნაწილშია გადანაწილებული. შემდეგ სახელმწიფომ  დეტალური ახსნა-განმარტებები უნდა გააკეთოს, სპეციალური საინფორმაციო ვიდეოები უნდა იყოს მომზადებული. ადამიანებმა საკუთარი თვალით ნახონ, სად მზადდება ვაქცინაზე, როგორ მოდის ჩვენამდე, რა ხდება, როცა ორგანიზმში შედის. ეს ყველაფერი ადამიანებს უქმნის სწორ ინფორმაციას და წარმოდგენას, – ვაქცინაცია, როგორც საყოველთაო სიკეთე, რაც მსოფლიოშია აღიარებული, ჩვენმა ქვეყანამ ამაზე უარი არ თქვას. 

მსგავსი მასშტაბის სამედიცინო მიღწევა კაცობრიობას არ აქვს. უბრალოდ,  წარმოვიდგინოთ, რომ არ არსებობდეს წითელას ვაქცინა,  წითელათი ან მისგან გამოწვეული გართულებებით, წელიწადში 2 მილიონ ხუთასი ათასი ადამიანი დაიღუპებოდა. დღეს  სიკვდილიანობა არი 140 ათასი. მსოფლიოში, პანდემიების დასრულება მხოლოდ შესაძლებელი იყო ან ძალიან დიდი მსხვერპლის წილად ან მხოლოდ ვაქცინაციით. ჩვენ კარგად გვესმის, – ვაქცინაც მედიკამენტია, აქვს გვერდითი მოვლენაა, მაგრამ, ბუნებრივად გამოწვეული დაავადების გვერდითი მოვლენები და გვერდითი ეფექტები რაც შეიძლება კორონავირუსთან შეხვედრამ ამ ნებისმიერ ინფექციასთან შეხვედრამ ადამიანს დაუზიანოს, არ შევადაროთ, ახლოსაც კი იმ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომელსაც, იშვიათ შემთხვევებში, როგორც მედიკამენტი, ვაქცინაც იწვევს.  ვიცით, – 18 წლამდე ბავშვები ამ ვაქცინას ვერ გაიკეთებენ, ორსულები ვერ გაიკეთებენ. ამიტომ უნდა დავიცვათ ის ადამიანები, ვინც ბუნებრივად ვერ იკეთებს ამ ვაქცინაციას. ჩვენზე არის ორი პასუხისმგებლობა, – ერთი, როგორც ჩვენზე, საკუთარ თავზე, მეორე, – იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ბუნებრივად არ შეუძლიათ ვაქცინების გაკეთება.

სახელმწიფომ   იმ რისკ ჯგუფებზე მაქსიმალურად უნდა იმუშაოს, სადაც ყველაზე დაბალი დამყოლობაა, –ანტივაქსერული განწყობები უფრო აშკარად ჩანს.

კოვაქსი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშში გამოცხადებული იქნა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ეფექტურობა და სარგებელი.ჩატარებული კვლევებით ი მუნოგენობა, თუნდაც მოგვიანებით ასაკში არ არის იმდენად დრამატული, რომ ჩვენ უარი ვთქვათ გვიან ასაკში მის გაკეთებაზე. რადგანაც, ჩვენი მთავარი და მსოფლიოს მთავარი მკარნახებელი ამ ტიპის საკითხებში  არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მისი რეკომენდაციაა, – ვაქცინა თავისუფლად შეიძლება იქნას გამოყენებული 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანში.

ჩვენს ქვეყანაში, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, უფრო მალე დასრულდება ეპიდემია“, – განაცხადა იმუნულოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები