ვაქცინაცია „ნებაყოფლობითია“?! -როგორ ემუქრებიან ადამიანებს აუცრელობის შემთხვევაში უმუშევრობით

ვაქცინაცია „ნებაყოფლობითია“?!

 

მაშ ასე, ყველას, ყველას, ყველას!!!

დროა (დაგვიანებულიცაა) დიდი ხმით ყვირილის, ქმედების, აზროვნების (ბოლოს და ბოლოს), ჭკვიანური და დაგეგმილი, გააზრებული პროტესტის!

სრულიად საქართველოს, ქართველ და არაქართველ მოსახლეობას, ქრისტიანსა და არაქრისტიანს მოგმართავთ, ყველამ ერთად დავიცვათ ჯერ საკუთარი თავი და შვილები, მერე სხვისი ოჯახები და შვილები!!!

ყველამ ერთად შევუძახოთ მათ, ვისაც ჰგონიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ – თავის ნებაზე გვამოძრაონ, გვალაპარაკონ, გვამუშაონ თუ გვააზროვნონ! ძალიან ცდებით, ბატონებო! და რომ ცდებით, ეს ჩანს დღეს საქართველოში: მოსახლეობის დიდ უმრავლესაობას არ უნდა აცრა – გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ღრმად ჩახედულთ და ცოდნით აღჭურვილთ სამედიცინო მეცნიერებებში თუ უბრალო მუშებსა და ხელოსნებს, ყველას, აბსოლუტურად ყველას აქვს შიში (და ძალიანაც კარგია ეს შიში!), რა მოელით, როგორ იმოქმედებს, უშველის თუ არა არსებულ პანდემიას ეს ე.წ. ვაქცინები, რაც მსოფლიო ბაზარზეა – ჯანმოს მიერ „დროებით დამტკიცებული“ თუ დაუმტკიცებელი, არ აქვს მნიშვნელობა! მნიშვნელობა ყველასთვის აქვს იმას, რომ არ არსებობს დასრულებული, სრულყოფილი კვლევები, არ არსებობს დასაბუთებული მტკიცებულებები ადამიანთა უსაფრთხოებისა.

ვაქცინას ანოტაციაში დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზე პირდაპირ წერია , მაგალითად ასტრაზენეკაზე:

„ფერტილურობა (ანუ შვილოსნობის, გამრავლების უნარი)

უცნობია, ახდენს თუ არა AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინა ფერტილურობაზე. მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის“.

დაწვრილებით ასტრაზენეკას ვაქცინის ინსტრუქცია იხილეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: 

და არა მხოლოდ ეს, უამრავი კითხვის ნიშანია, მათ შორის, ვერავინ ამტკიცებს ჯერ, ვაქცინაციის შემდეგ გადაედება თუ არა ადამიანს კოვიდი ან იქნება თუ არა თავად გადამდები (უმეტესი ცნობები, ისევ ექიმებისგან, მოწმობს იმაზე, რომ ვაქცინა ვირუსისგან არ გვიცავს და გადამდებიც ხარ. ჯერჯერობით ამტკიცებენ მხოლოდ იმას, რომ ვაქცინა ამცირებს დაავადების გართულებას და სიკვდილიანობას). ასევე არც ასტრაზენეკა და არც ფაიზერი არ არის გამოცდილი სხვა შტამებზე (ცნობილია, რომ ასტრაზენეკას სამხრეთ აფრიკულ შტამზე 10% აქვს ეფექტი ანუ არ აქვს).   აიცრებით ისინი, ვისაც გსურთ, ვისაც სიკვდილის გეშინიათ და გწამთ, რომ ამისგან ვაქცინა დაგიცავთ.
და ამ ყველაფერის ფონზე უკვე ისმის მოწოდებები სავალდებულო აცრებისკენ, რომ შესაძლოა ადამიანი სამსახურში არ მიიღონ ვაქცინაციის გარეშე, ან გამოუშვან, თუნდაც გარკვეული მიზეზებით არ შეიძლებოდეს მისი აცრა (მაგ. ალერგიების გამო), თურმე ვაქცინირებულებს ექნებათ ქუჩაში სიარულის უფლება და არავაქცინირებულები ცხვირსაც ვერ გამოყოფენ გარეთ… პოლიციელების, ბაღის და სკოლის მასწავლებლების ნაწილს უკვე მიუთითეს სავალდებულო აცრებზე – ეს ყველაფერი უკვე გვესმის სხვადასხვა ადამიანთა ჯგუფებისგან. აქვე გავასაჯაროებთ ერთ-ერთი სამსახურის მიერ თანამშრომლებისთვის მიწერილ შეტყობინებებს, სადაც „ნებაყოფლობით“ აცრას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იმუშავებთო!.. ვინც ვერ აიცრებით, იქნებით საფრთხის ქვეშ და სამსახურში ამიტომ ვერ გამოხვალთო. ჰიო საოცრებავ!!! თურმე აუცრელი ადამიანია საფრთხის ქვეშ (და იმასაც ვერ ამბობენ, რომ სხვებისთვის ხარ საფრთხეო, რადგან აცრილებისთვის როგორ იქნება აბა საფრთხე!!!)

და ამიტომ გამოგაგდებენ სამსახურიდან – ზრუნავენ ჩვენ სიცოცხლეზე – რა ტრაგიკომედიაა!!!!
რაღაც ახალი წესრიგის ჩამოყალიბების მომსწრე ვხდებით თვალსა და ხელს შუა, ყოველგვარი კანონმდებლობების გვერდის ავლით: აცრილს – ვისაც საფრთხე აღარ ემუქრება, აქვს მუშაობის უფლება და აუცრელი – ვინც „სიკვდილის რისკის ქვეშ არის“, სამსახურიდან უშვებენ?! ხომ რკინის ლოგიკაა – ისე ზრუნავენ, რომ ადამიანს მთელი ოჯახით შიმშილით ამოხოცვისთვის სწირავენ. მოგვეცით ნება, ბატონებო, ჩვენი ჯანმრთელობისა და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი როგორმე ჩვენ გადავწყვიტოთ – ეს ხომ ინსტინქტია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, და ეს ინსტინქტი თავისას გააკეთებს (როგორც აქამდე აკეთებდა)!

ამას ვერ გაბედავთ!!! არ გაგაბედინებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ ყველანაირი კანონით გათვალისწინებული ქმედებებით.
მივმართავთ ყველა უფლებადამცველს, ეკლესიას, იურისტებს, ექიმებს – ყველას, ვისაც გაქვთ ცოდნა, ძალა, განათლება და ნამუსი, იბრძოლეთ ხალხისთვის, დროულად იმოქმედეთ, რომ ვერავინ გაბედოს საქართველოში მსგავსი კანონდარღვევის გაფიქრებაც კი.

კომენტარები