„ვაქცინაციის გაძლიერებული პროგრამის მეშვეობით, გვინდა, ზაფხულის ტურისტული სეზონი…“ -ნათია თურნავა

კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით:

-„ვაქცინაციის გაძლიერებული პროგრამის მეშვეობით, გვინდა, ზაფხულის სეზონი ჩავატაროთ შესანიშნავად, კარგად, მაღალ დონეზე, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის”.

უკვე 6 თვეა ქვეყანაში ე.წ. “კომენდატის საათი” მოქმედებს, 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია; შაბათ-კვირას არ მუშაობენ რესტორნები. ქვეყანა ტურისტებს, ჯერჯერობით, მხოლოდ საჰაერო გზით იღებს.

ნათიას თურნავას თქმით, სახმელეთო საზღვრების უსაფრთხო გახსნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმულია ტურიზმისთვის. სახმელეთო საზღვრების გახსნა ზოგადად იგეგმება, ეს ვადებში უნდა დაემთხვეს მესამე ტალღის დასრულებას. უახლოესი რამდენიმე კვირის თემაა.

კომენტარები